მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ელჩების როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო ელჩებთან ინფორმაციის გაცვლა და მოსაზრებების გაზიარება. კონფერენციაზე ვისაუბრეთ ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე განვლილ პროგრესზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ძალიან კარგი პანელური დისკუსია გამოვიდა, სადაც ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს თავიანთ კონკრეტულ მიმართულებებზე, მაგრამ, ზოგადად, ეკონომიკური გუნდის პანელი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ძალიან ბევრი ელჩი იყო ჩართული ამ დისკუსიაში" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.  ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში" კახეთში გაიმართა, რომელშიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

 

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, შეხვედრის ასეთი ფორმატი საკმაოდ სასარგებლოა იმისთვის, რომ უკვე 2025 წელს ეკონომიკური უწყებების თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მაქსიმალურად ეფექტიანი და შედეგის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

 

„თითქმის ყველა საელჩოსთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი, მათი როლი და ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები ძალიან ბევრ ქვეყანასთან, გაგრძელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულდა მოლაპარაკებები კორეასთან. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პროგრესი გვაქვს უკვე არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში და კიდევ რა არის გასაკეთებელი. ასევე შევეხეთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა