მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაგრატ III-ისა და ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

news image
mbc image

"საქართველოს მეფეების" საკოლექციო მონეტების სერიისათვის შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის. სერია ხაზს უსვამს ქვეყნის  სოციო-პოლიტიკურ, თუ ისტორიულ კონტექსტს და იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის განვითარების ხაზი.


2020 წლიდან დღემდე "საქართველოს მეფეების" სერიის ფარგლებში გამოშვებული საკოლექციო ოქროს და ვერცხლის მონეტები მიეძღვნა ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ვახტანგ გორგასალსა და გიორგი ბრწყინვალეს. ამჯერად კი ეროვნული ბანკი უშვებს ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე ბაგრატ მესამისა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე, რითაც აღნიშნული სერია სრულდება.

ბაგრატ მესამე

ბაგრატ მესამე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფეა, სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს ფეოდალური მონარქიის გაერთიანება და განვითარებული შუა საუკუნეების ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.


ფარნავაზ პირველი

მეფე ფარნავაზ I საქართველოს ისტორიაში ასევე გამორჩეული ღვაწლის მქონე მონარქია, სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ სახელმწიფოს, შეძლო რა მცხეთის განთავისუფლება დამპყრობლებისაგან, შემდეგ კი შემოიერთა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიები.


ორივე ზემოხსენებულ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მქონე ოქროსა და ვერცხლის მონეტების რეალიზაცია დაიწყება ერთდროულად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
 

  • ორივე თემისათვის 1 ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი 1,470 ლარია, ხოლო ვერცხლის მონეტის -100 ლარი.  
     
  • 2023 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება წინასწარ შეკვეთილი მონეტების გაცემა:
     
    • საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00); და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00) დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე;

       
    • საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურისა და მათი მიწოდების (დაზღვევის ჩათვლით) ღირებულების გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=384
       

მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარ შეუკვეთეს მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელ. ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში.
 

  • 2023 წლის 14 სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში. მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

 

მონეტების დიზაინი და აღწერილობა



მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ბაგრატ მესამეს ფიგურა ეკლესიის მოდელით ხელში, რომლის გამოსახულება შემორჩენილია ბედიის ტაძარში. მარცხენა ნაწილში გამოსახულია ბედიის ბარძიმი, რომელიც მეფე ბაგრატ მესამემ და მისმა დედამ გურანდუხტ დედოფალმა მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს შესწირეს (ვერცხლის მონეტაზე აღნიშნული დეტალი მოოქროვილია). მეფის სამოსზე გამოყენებულია XI საუკუნის ქართული ქსოვილის ნიმუშები. ასევე, გამოსახულია ძვირფასი თვლები, ყველა თვალზე საჭედურებით. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა "ბაგრატ მესამე" და მისი მეფობის წლები - "975 – 1014".


მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ბაგრატ მესამეს გვირგვინის გამოსახულება, რომელიც აღებულია ბედიის ტაძრის ფრესკიდან. რევერსზე დატანილია წელი - "2023", ხოლო წრიულად - წარწერები: "5 ლარი", "საქართველო", "GEORGIA", რომელთა შორის გამოსახულია ბედიის ტაძრის ორნამენტები.

 

ოქროს მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Au 900

წონა: 8.5 გ

დიამეტრი: 25 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 700 ცალი

გამოშვების წელი: 2023

ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Ag 925

წონა: 17 გ

დიამეტრი: 34 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 4500 ცალი

გამოშვების წელი: 2023

დიზაინერები: მარიამ ჩაჩანიძე, შორენა ჩაჩანიძე
მონეტები მოჭრილია პოლონეთის ზარაფხანაში Mennica Polska

 

          

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ფარნავაზ პირველის გამოსახულება გრაგნილით (ვერცხლის მონეტაზე ეს დეტალი მოოქროვილია) ხელში და მეფის სახელწოდების აღმნიშვნელი ასომთავრული წარწერით, რომელიც აღებულია მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის მიერ შექმნილი ბარელიეფიდან. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა "ფარნავაზ I", მისი მეფობის ეპოქა - "ძვ.წ. IV-III სს" და ნაწყვეტი "ქართლის ცხოვრებიდან" ფარნავაზ პირველის შესახებ: "ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული", რომელთა შორის გამოსახულია ქართული ხელნაწერის ორნამენტის ფრაგმენტი.
 

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარნავაზ პირველის ანბანის გამოსახულებით შექმნილი გვირგვინი. რევერსზე დატანილია ნომინალი "5 ლარი", ხოლო წრიულად - წარწერები: "საქართველო",  "GEORGIA", "2023".
 

ოქროს მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Au 900

წონა: 8.5 გ

დიამეტრი: 25 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 700 ცალი

გამოშვების წელი: 2023

ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Ag 925

წონა: 17 გ

დიამეტრი: 34 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 4500 ცალი

გამოშვების წელი: 2023

დიზაინერები: მარიამ რუსიშვილი (ავერსი), გიორგი (გენადი) გეგელია (რევერსი)

მონეტები მოჭრილია პოლონეთის ზარაფხანაში Mennica Polska

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა