მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ფინანსური და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, ენერგეტიკის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიული სექტორი და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სექტორული კვლევები და შეხვედრები ენერგეტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მოსაზრებების გაცვლისა, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და  სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს.

"ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ბანკებში სტაბილურად დაბალი საკრედიტო რისკებით ხასიათდება. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის მაღალი წილი ბანკების საკრედიტო პორტფელში ფინანსურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს და ამცირებს მის ციკლურობას. აქედან გამომდინარე, ხელს ვუწყობთ მეტი სესხის გაცემას მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის. ასევე, ჩვენი სტრატეგიაა განვავითაროთ მდგრადი დაფინანსება და აქედან გამომდინარე, ბანკებს შესაბამის რეგულაციებს ვუქმნით, რომ  მოწადინებული იყვნენ, რაც შეიძლება მეტი მწვანე ენერგეტიკული პროექტი დააფინანსონ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, სადაც ერთი მხრივ, ენერგეტიკის ინდუსტრია და მეორე მხრივ, საფინანსო ინდუსტრია სებ-ის პლატფორმაზე ხვდება ერთმანეთს და ერთმანეთში ცვლიან მოსაზრებებს, უფრო ნათლად ხედავენ თუ რა გამოწვევების სექტორში.

"ჩვენ, ეროვნულ ბანკს კი შესაძლებლობა გვაქვს გავიგოთ, რა როლი შეგვიძლია მივიღოთ ამ გამოწვევების გადაწყვეტაში", - დასძინა მან.
 


სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კვლევა მოიცავს: საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ზოგად მიმოხილვას, ენერგეტიკის სისტემის შედარებით ანალიზს ქვეყნების მიხედვით, სექტორის საკრედიტო პორტფელის ზოგად მიმოხილვას და ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურების ფინანსურ ანალიზს.

კვლევის თანახმად, საქართველოში არსებული კერძო ჰესები მაღალი კრედიტუნარიანობითა და საოპერაციო მოგების მაჩვენებლით ხასიათდებიან. კვლევის თანახმად, 2018-2023 წლებში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებების მოცულობა გაორმაგებულია და მნიშვნელოვან წილს იკავებს ჯამურ ბიზნეს საკრედიტო პორტფელში. სხვა სექტორებთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში  საშუალოდ ორჯერ მეტი ვადიანობის მქონე სესხები, მსგავსი საპროცენტო განაკვეთებით გაიცემა. ასევე, ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკრედიტო რისკებით, თუმცა შედარებით მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევაში წარმოდგენილ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის გენერაცია მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის ხელსაყრელი ლანდშაფტითა და კლიმატური პირობებით, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებით, ჩართული მარეების სიძლიერითა და მათ მიერ განხორციელებული  ინვესტიციებითაა განპირობებული.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს, როგორც სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა