მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, IFC-სთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

news image
mbc image

6 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO), და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით გაიმართა.

ფორუმს 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროკავშირისა და SBFN-ის წევრი ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე მიქაბაძემ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მდგრადი დაფინანსების კუთხით შესამჩნევი პროგრესია მიღწეული.

"ეროვნული ბანკი კვლავ რჩება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ერთგული და ამ პროცესში პარტნიორებთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ადგილი უკავია.  მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევუერთდეთ პარტნიორ ქვეყნებს მდგრადი ფინანსების მიმართულებით გაწეულ აქტივობებში და დღევანდელი ფორუმი ფასდაუდებელ შესაძლებლობას იძლევა გამოცდილების გაზიარების, ახალი გამოწვევების გამოვლენისა და საქართველოში მდგრადი დაფინანსების მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბებისათვის", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.


ფორუმზე დისკუსიები გაიმართა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული უახლესი მოვლენები და გამოწვევები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. დისკუსიები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მარეგულირებლებისა და ბაზრის მონაწილეების მიერ ESG და კლიმატთან დაკავშირებული რისკების მართვა, ტაქსონომიების როლი მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფაში და გამჟღავნებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობა. გარდა ამისა, დისკუსიების დროს საუბარი შეეხო კერძო სექტორის პერსპექტივებს მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ამ მიმართულებით მონაწილეებმა აუდიტორიას თავისი სამომავლო გეგმები და პროექტებიც გაუზიარეს.

როგორც IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ აღნიშნა, მდგრად გადაწყვეტილებებს მილიარდობით დოლარის ღირებულების ინვესტიციები სჭირდება და ფინანსურ სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს მათ მოზიდვაში.

"ეს მოითხოვს ცენტრალური ბანკების, ფინანსთა სამინისტროების, კაპიტალის ბაზრის მარეგულირებლებისა და საბანკო ასოციაციების კოორდინირებულ ერთობლივ ძალისხმევას. აქამდე მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, თუმცა შესაძლებლობებისთვის ზღვარი არ არსებობს და ეს ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მეტის მისაღწევად", - აღნიშნა ივანა ფერნანდეს დუარტემ.
 


საქართველოს ეროვნული ბანკისა და IFC-SBFN-ის მდგრადი დაფინანსების ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. საქართველოსა და სხვა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით ნაყოფიერი დისკუსიებისთვის სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ფორუმი მომავალშიც გააგრძელებს უახლესი გლობალური ტენდენციებისა და SBFN-ის წევრი 66 ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა