მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია აშშ-ს  მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ მან აღნიშნა, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია  დღეს, როცა საქართველო უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ამ კუთხით გაწეული დახმარებისთვის.

„ჩვენ აშშ-სთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს არამხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ძალიან ღირებულია ზოგადად საქართველოს პრიორიტეტების კუთხით აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის პრიორიტეტულობა და ევროინტეგრაციის პროცესში აშშ-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბლოკია, რომელიც სურსათის უვნებლობიდან დაწყებული, დარგის მოდერნიზაციის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, არაერთ მიმართულებას მოიცავს. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრი აღნიშნავს, ქვეყანას სჭირდება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის გაძლიერების კუთხით, რაშიც დიდი იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის და ზოგადად აშშ-ს წვლილი. მინისტრის შეფასებით, პროგრამა ჩვენს ქვეყნებს შორის სექტორული პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი და წარმატებული, მრავალმხრივი ფორმატია.

„პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ამ დახმარებამ, არამარტო ინდივიდუალურად, კონკრეტული ბენეფიციარებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებაში. პროგრამა შედეგიანი იყო ბევრი კუთხით - სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ მიმართულების მოდერნიზაცია, ასევე ინსტიტუციური გაძლიერება, სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა. ფაქტობრივად, ეს ეხებოდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ყველა მიმართულებას. ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარება, ისევე, როგორც ზოგადად ეკონომიკაში ექსპორტის განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონში შეუწყო ხელი სხვადასხვა აგრობიზნესებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, მათ დაძლევას და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. განხორციელდა 30 მილიონი აშშ დოლარის თანაინვესტიცია, პროგრამის ბენეფიციარმა საწარმოებმა კი გაყიდვები 148 მილიონი აშშ დოლარით გაზარდეს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სექტორში არსებულ გამოწვევებზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევად რჩება ლოგისტიკა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში იგეგმება სატვირთო ტერმინალის გახსნა - ის გააუმჯობესებს მალფუჭებადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის რეალიზაციას და შესაბამისად, ახალი სტიმული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან გვაქვს სოფლის მეურნეობის რეფორმირებისა  და განვითარების მიმართულებით. ჩვენ ამ კუთხით მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა