მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა ძალიან სტრუქტურიზებული იქნება - ირაკლი ნადარეიშვილი 

news image
mbc image

ეს არის კოლაბორაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, როდესაც სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე იქმნება ტექნოლოგიური ჰაბი, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პირველი ტექნოლოგიურ ჰაბის გახსნას სილიკონის ველზე დიდი დატვირთვა გააჩნია.

„ზოგადად სილიკონის ველზე არის თავმოყრილი მსოფლიოს ვენჩერული კაპიტალის დაახლოებით 60-70%-ი და ასევე ინტელექტუალური რესურსი, რომელიც დაკავშირებულია სტარტაპებთან, რომელიც დაკავშირებულია ინოვაციურ ტექნოლოგიებთან. გარდა ამისა სან ფრანცისკოში მოქმედებს საქართველოს გენერალური საკონსულო, რომელიც დაარსების პირველი დღიდან, გარდა რეგულარული საკონსულო სერვისებისა, რომელსაც ის ახორციელებს, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართული ეკოსისტემის პოზიციონირებაზე სილიკონის ველზე. მათ შორის კავშირების დამყარების მიმართულებით, ქართული სტარტაპების მხარდაჭერაში. შესაბამისად ეს არის კოლაბორაცია სწორედ ეკონომიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, როდესაც სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე იქმნება ეს ცენტრი და ფაქტობრივად ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რაც აქამდეც ხორციელდებოდა, უბრალოდ სხვა მასშტაბებით და სხვა რესურსებით“, - აცხადებს მინისტრი მოადგილე.

ირაკლი ნადარეიშვილის ამბობს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ტექნოლოგიურ ჰაბს სტანდარტიზებული სტრუქტურა ექნება.

„ვსაუბრობთ რამდენიმე მიმართულებაზე, ამ ჰაბის საქმიანობა ძალიან სტრუქტურირებული იქნება. ეს არ იქნება ცალკე მდგომი ინსტიტუტი, ეს არის ჩვენი ქართული ეკოსისტემის ნაწილი, საქართველოს საზღვრებს გარეთ, რომელსაც ექნება კონკრეტული პროგრამები“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

ირკვევა, რომ ჰაბი იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით და ქართულ სტარტაპებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. თუმცა ჰაბში მოსახვედრად კომპანიას გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც მოუწევს.

„რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი, ეს არის ქართული სტარტაპების მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ მეტი წვდომა ვენჩერულ კაპიტალზე, მათ ჰქონდეთ მეტი წვდომა ინტელექტუალურ რესურსზე, მათ ჰქონდეთ მეტი წვდომა ამერიკულ ბაზარზე. იქნება კონკრეტული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება სტარტაპის შეფასება. იქნება კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრება სტარტაპის მზაობა იმისთვის, რომ ამა თუ იმ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც განხორციელებული იქნება სან ფარნცისკოს ჰაბში. იქნება მრავალფეროვნება. აქ იქნება საბაზისო სერვისებზე, როგორიც არის მაგალითად სამართლებრივი სერვისები, იურიდიული სერვისები, ფინანსური სერვისები, ნავიგაცია. რაც სილიკონის ველზე საქართველოდან ჩასული ახალი სტარტაპებისთვის მარტივი არ არის და ამას სჭირდება მხარდაჭერა. იქნება კონკრეტული სერვისები, რომელზეც იქნება ხელმისაწვდომობა. ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებთან ურთიერთობა, რითაც დაკავდება ჰაბი. ასევე გამოვყოფდი მეორე მიმართულებას, ეს არის მთლიანად ჩვენი ეკოსისტემის, რეგიონის და ქართული ეკოსისტემის პოზიციონირება სილიკონის ველზე, როგორც საინვესტიციო თვალსაზრისით. ძალიან დიდი შედეგები გაქვს IT კომპანიების მოზიდვაში“, - ამბობ ირაკლი ნადარეიშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ იმ განვლილ გზაზე და იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რამაც დღეს საქართველოს ქვეყნის გარეთ ჰაბის გახსნის შესაძლებლობა მისცა.

„ეს ყველაფერი წარმოადგენს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის პოლიტიკას, რომელიც არის ფუნდამენტი ჩვენი პოლიტიკური განვითარების. ამის ნაწილია ინოვაციების სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და სწორედ ამ მიზნით შექმნა თავის დროზე GITA, რომლის გარშემოც ჩამოყალიბდა ჩვენი ქართული, ინოვაციური, სტარტაპ ეკოსისტემა. როდესაც ვსაუბრობთ აშშ-ზე, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეკოსისტემის განვითარების პირველი დღიდან აშშ, კერძოდ სილიკონის ველი არის ნომერ პირველი პარტნიორი ჩვენი ეკოსისტემის განვითარების და ასევე ნომერ პირველი პარტნიორი სახელმწიფოსი, ამ საკმაოდ რთულ გზაზე. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ პირველი დღიდან საინვესტიციო კომიტეტი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას და დღესაც იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი საგრანტო პროექტების გამარჯვებულების შესახებ, მათი უმეტესი ნაწილები იყვნენ სპეციალისტები, მენტორები, ინვესტორები აშშ-დან. რამდენიმე წლის უკან ჩვენ შემოვიყვანეთ ამერიკული ტოპ აექსელერატორი. ამას მოყვა უკვე ამერიკული ვენჩერული ფონდის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. ეს არის განუყოფელი ნაწილი და როდესაც ვსაუბრობთ სან ფრანცისკოში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე, ეს არ არის კონკრეტული სტარტაპების, ან კონკრეტული პროექტების განვითარება. ეს არის მთლიანად ეკოსისტემის განაცხადი, რომ ჩვენ დღეს ვართ იმ ეტაპზე, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ წარმოდგენილები, უფრო სოლიდურად უნდა ვიყოთ წარმოდგენილები სილიკონის ველზე და სწორედ ამას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა