მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის" მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობას იღებს ბაქოში მიმდინარე მინისტერიალში „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის  გარეთ". ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა „შუა დერეფნის" მზარდი მნიშვნელობისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი მაკავშირებლის როლის შესახებ ისაუბრა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის" მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

 

მინისტერიალი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება, მისი ორგანიზატორები არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის (ESCAP) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (ECE). ღონისძიებაში „შუა დერეფნის" მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილავენ არსებულ პროგრესს, შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და მომავალ ინიციატივებს - როგორც „შუა დერეფანში", ისე მის ფარგლებს გარეთ, მდგრადობისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიისას რეგიონის ქვეყნების წარმომადგნელები „შუა დერეფნის" განვითარების პროცესისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ: მწვანე და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, სატვირთო ტრანსპორტის ემისიების შემცირება, სატრანსპორტო ინოვაციები და დიგიტალიზაცია - მათ შორის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის პოტენციური როლი მწვანე და მოქნილი სატრანსპორტო კავშირის უზრუნველსაყოფად და ა.შ.

 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა კოლეგებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული მდგომარეობა, ზრდის დინამიკა და „შუა დერეფნის" ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი, კონკრეტული პროექტების მიმდინარეობა გააცნო.

 

„საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა - 2022 წელს 36%-იანი და 13%-იანი 2023 წელს. ასევე იზრდება ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადები - გასულ წელს მათმა მოცულობამ 27 მლნ ტონას მიაღწია. იმავდროულად, ტრანსპორტის სექტორი რჩება სათბურის გაზების ემისიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, რაც მიუთითებს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობაზე სექტორის გამწვანების მიზნით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ სარკინიგზო მიმოსვლის მეტად განვითარებას და „შუა დერეფნის" პოტენციალის გაზრდას. მინისტრმა აქცენტი ორ ძირითად სარკინიგზო პროექტზე გააკეთა - რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ორივე პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტრანსპორტის - სარკინიგზო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობას. ამასთან, მისი ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი და შედეგად,შემცირდება საოპერაციო დანახარჯები, ხოლო სარკინიგზო მაგისტრალის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

 

„ამასთან, წარმატებით მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის 70% უკვე გახსნილია მოძრაობისთვის. ახალი გზები შენდება ევროპული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, გარდა  ამისა, ინერგება ე.წ. „ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემები საგზაო ქსელის  ეფექტურობის და მართვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგიული მნიშვნელობისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის გამტარუნარიანობა,  პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 600 000  კონტეინერი (TEU) იქნება. პორტი  უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოწყობილობებით აღიჭურვება", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გაეროს მრავალი შეთანხმებისა და კონვენციის  ხელშემკვრელი მხარეა, რაც ადასტურებს მის მიზანს - იყოს საერთაშორისო სატრანსპორტო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა  პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რაც „შუა დერეფანს" უფრო მდგრადს, საიმედოს და მიმზიდველს გახდის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა