მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს რომელ რეგიონებში იწარმოება ყველაზე მეტი კენკრა

news image
mbc image

მრავალფეროვანი კლიმატისა და ნაყოფიერი ნიადაგის გამო საქართველოს ხელსაყრელი პირობები აქვს კენკრის სხვადასხვა სახეობის მოსაყვანად. საქართველოში კენკრის პოპულარული სახეობებია მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და მოცვი.

საწყის ეტაპზე კენკრა საკუთარი მოხმარებისთვის, მცირე რაოდენობებით იწარმოებოდა. თუმცა, ბოლო წლებში, ქართველ ფერმერებში კენკროვანი კულტურებისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. ასევე, გაზრდილია კენკროვნებზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ასევე - საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველოდან 2022 წელს დაახლოებით 9 მლნ დოლარის ღირებულების, 1 583 ტონა  კენკრა გავიდა ექსპორტზე. ექსპორტზე გასული კენკრის ღირებულება და რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 46%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული კენკრის მთლიანი რაოდენობის თითქმის 86%-ს მოცვის ექსპორტი წარმოადგენს.

საქართველოდან კენკროვანი კულტურების ექსპორტი დაახლოებით 10 ქვეყანაში ხდება, თუმცა,  მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია. სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება ექსპორტის 90%.

დანარჩენ კულტურებთან შედარებით განსაკუთრებით მზარდია მოცვის წარმოება. წინასწარი შეფასებებით, 2023 წლისთვის ახალი მოცვის საექსპორტო მოცულობა 3000 ტონას მიაღწევს, ხოლო 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელით 5000 ტონას გაუტოლდება.

რაც შეეხება მარწყვს,  წარმოება წლების განმავლობაში დიდი მერყეობით ხასიათდება, მოსავლის ყველაზე დიდი ოდენობა კი 2017 წელს დაფიქსირდა - 2.7 ათასი ტონა. 2018 წლიდან მარწყვის წარმოება წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და წლიურად საშუალოდ 1.25 ათასი ტონა იწარმოება. ადგილობრივი ბაზარზე მარწყვზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვით ხდება.

„შენელებულია ინტერესი ჟოლოს და მაყვლის ბაღების გაშენების მიმართულებით. კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მაყვლის ბაღების 50%-ზე მეტი, ხოლო ჟოლოს ბაღების 40% 2022  წელს გაიჩეხა.

ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: დარგში არსებული ცოდნის და გამოცდილების სიმწირემ, ფერმერების მიერ გაკეთებულმა არასწორმა გათვლებმა, არასწორმა მოლოდინებმა გასაყიდ ფასზე და მოვლის ხარჯებზე, არასწორად შერჩეულმა ჯიშებმა და წარმოების პროცესში არსებულმა სხვა გამოწვევებმა“, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის კველევაში.

 

მოცვის ბაღების რეგიონული გადანაწილება - 2022 წელი:

 

  • აჭარა - 1%;
  • გურია - 18%;
  • იმერეთი - 27%;
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 54%.
  •  

ჟოლოს ბაღების რეგიონული გადანაწილება - 2022 წელი:

 

  • იმერეთი -29%;
  • შიდა ქართლი - 32%;
  • სამეგრლო, ზემო სვანეთი - 11%;
  • ქვემო ქართლი - 6%;
  • სხვა - 20%.

 

მაყვლის ბაღების რეგიონული გადანაწილება - 2022 წელი:

 

  • გურია -20%;
  • იმერეთი - 33%;
  • სამცხე-ჯავახეთი - 15%;
  • ქვემო ქართლი - 23%;
  • სხვა -10%. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა