საქართველოს საექსპოტო პროდუქციის ათეული 2023 წლის იანვარში - საქსტატი
საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 68.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.3 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები - 50.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.6 პროცენტი),
მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები - 20.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.0 პროცენტი).
მეოთხე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 15 852.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.1 პროცენტი).
მეხუთეა ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 9 973.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3,9 პროცენტი).
მეექვსე ადგილზეა სპირტიანი სასმელები - 8 358.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 3.2 პროცენტი).
მეშვიდეა თხილი და სხვა კაკალი - 7 399.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 2.9 პროცენტი).
ექსპორტში მერვე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები - 6 418.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 2.5 პროცენტი).
მეცხრე პოზიციაზეა წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 5 398.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 2.1 პროცენტი).
მეათე ადგილზეა სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 3 373.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 1.3 პროცენტი).
დანარჩენი საქონელი - 62 271.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 24.1 პროცენტი).
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826