საქართველოს საგარეო ვალი 5 წელიწადში 54%-ით გაიზარდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (MOF) ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს საგარეო ვალი 2023 წლის იანვარში 22 მილიარდ 282 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო საგარეო ვალი ლარში 14 მილიარდ 514 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ მონაცემების საფუძველზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალდებულებები 54 %-ით გაიზარდა.
MOF მონაცემებზე დაყრდნობით სახელმწიფო ვალის ტრენდი აღმავალია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი ლარში 2.445 მილიონით შემცირდა, თუმცა ეს სხვა ვალუტებთან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსის გამყარებამ გამოიწვია. კერძოდ, დოლარში (USD) სახელმწიფო ვალი გაზრდილია 335 მილიონით, რაც დაახლოებით 4 პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო საგარეო ვალდებულებები საშუალოდ 4% ით იზრდებოდა, თუ არ გავითვალისწინებთ 2020/01-2021/01 შორის არსებულ ნახტომისებრ 37 პროცენტიან ზრდას, რაც დიდ წილად გამოწვეულია COVID19-ის პანდემიის მდოგმარეობით.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826