საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ამ დროისათვის 65 საჰაერო ხომალდი ირიცხება
საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ამ დროისათვის 65 საჰაერო ხომალდი ირიცხება, საიდანაც რეესტრი ყველაზე ბოლო Georgian Airways-ის Boeing 767-300-ია, რომლით ოპერირებაც ავიაკომპანიამ რამდენიმე კვირის უკან დაიწყო. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე რეესტრი სულ 10 ბორტი დაემატა, ესენია Airline Geo Sky-ის Boeing 737-300, Tbilisi Airways-ის Boeing 737-300, Myway Airlines-ის Boeing 777-200, Georgian Airlines-ის Boeing 767-300, Georgian Airways-ის BD 700-1A10, Georgian Airways-ის Boeing 767-300, Aviation University-ს Tecnam P2002 P-Mentor, Aviation University-ს P2008JC, Aviation University-ს P2008JC, გელა მღებრიშვილი,ირაკლი კაპანაძე, გიორგი ბასილაძე - Aeroprakt A-22LS.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კერძო მფლობელობაში სულ 25 საჰაერო ხომალდია, ხოლო 40 ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს ქართული კომპანია ფლობს.
რეესტრში მდგომი 65 საჰაერო ხომალდიდან ყველაზე ხანდაზმული 1966 წელს გამოშვებული Cessna 182J-ია, რომლის მფლობელიც ავიაკომპანია ServiceAir-ია. Cessna 182J ქართულ რეესტრში 2004 წლის ივლისიდან ირიცხება.
რაც შეეხება ყველაზე ახალ საჰაერო ხომალდებს, რეესტრში 2024 წელს გამოშვებულები Tecnam P2002 P-Mentor-ია, რომლის მფლობელიც Aviation University-ა.
PS. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე სახელმწიფო რეესტრის ბოლოს განახლება 1-ელი ივლისითაა დათარიღებული.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826