მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

საქართველოს საპენსიო ფონდის 2024 წლის ფინანსური შედეგები შთამბეჭდავია და ამ მაჩვენებლებით ის ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოს სხვა ანალოგიურ ფონდებს შორის - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„საქართველოს საპენსიო ფონდის 2024 წლის ფინანსური შედეგები შთამბეჭდავია და თუ მას შევადარებთ ფართო რეგიონის და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით საპენსიო ფონდების ამონაგების და სხვა პარამეტრების ეფექტურობას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საპენსიო ფონდი ერთ-ერთი მოწინავეა სხვა ანალოგიურ სტრუქტურებს შორის," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს საპენსიო ფონდის 2024 წლის საინვესტიციო ანგარიში. მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საპენსიო რეფორმის როლი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში", რომელიც საქართველოს საპენსიო ფონდის 2024 წლის საინვესტიციო ანგარიშის ფარგლებში გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრებმა, რომლებიც საქმიანობას 2025 წლის მაისიდან შეუდგებიან. 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოში მიმდინარე კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საპენსიო რეფორმა ამ მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით საპენსიო სქემაში საქართველოს თითქმის 1,5 მლნ მოქალაქეა გაწევრიანებული, საპენსიო ფონდში მობილიზებული ფინანსური რესურსის ოდენობა კი 6 მლრდ ლარს აღემატება.

„2025 წელი მნიშვნელოვანი იქნება საპენსიო ფონდის მმართველობითი რეფორმის თვალსაზრისით - გადავდივართ ორი დამოუკიდებელი მმართველობითი რგოლიდან ერთ პროფესიულზე, რომელიც დარგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ყოველივე კიდევ უფრო გააუმჯობესებს როგორც ფონდის მართვას, ისე საინვესტიციო საქმიანობას რაც, საერთო ჯამში, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს და ფინანსურ შემოსავალს მოუტანს საპენსიო სქემის მონაწილე თითოეულ მოქალაქეს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის მასტიმულირებელ ინსტრუმენტებზე, კერძოდ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კერძო სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა, 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მისი დიზაინი სრულად პასუხობს დღესდღეობით კერძო სექტორის საჭიროებებს. „დღევანდელი მდგომარეობით,  პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 245 მილიონ ლარამდე ფასიანი ქაღალდების განთავსება. რაც შეეხება გეგმებს, უკვე დღეს, ამავე პროგრამის ფარგლებში 400 მილიონ ლარამდე ოდენობის პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო - TBC Capital

20.11.2026.19:00

სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება.

სექტემბრის მკვეთრი კლების შემდეგ, ოქტომბერში უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებების მაჩვენებელი გაუმჯობესდა და წლის საშუალო დონეს დაუბრუნდა. თუმცა ფაქტორები, რომლებიც სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბეს განაპირობებს, ბოლო თვეებში გარკვეულწილად შესუსტდა: ექსპორტის ზრდა შენელდა, იმპორტის ზრდა დაჩქარდა, ფულად გზავნილებზე უარყოფითად აისახა გადარიცხვების ერთ-ერთი მსხვილი რუსული სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ხოლო ტურიზმში, ოქტომბრამდე ძლიერი ზრდის შემდეგ, შენელების ნიშნები გამოჩნდა. ამ ფონზე, სებ-ის სავალუტო შესყიდვები, ჩვენი შეფასებით, საგრძნობლად შემცირდა, აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსი კი 2.59–2.60-ის ფარგლებში დასტაბილურდა.

მნიშვნელოვანია, რომ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე ფიქსირდება. ასეთ პირობებში შემოდინებების კლება უფრო მეტად სებ-ის მიერ რეზერვებისთვის შესასყიდი უცხოური ვალუტის მოცულობას ამცირებს, ვიდრე უშუალოდ ლარის გაცვლით კურსზე ქმნის ზეწოლას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც აშშ დოლარი გლობალურად გამყარდა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტები გაუფასურდა, ლარი სტაბილური დარჩა.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერატიული მონაცემები, რომელთაც მიმდინარე მდგომარეობის რეალურ დროში შესაფასებლად ვიყენებთ, საგარეო ნაკადების სრულ სურათს ვერ ასახავს. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული მოგების გარეშე, რომელიც წლის პირველ ნახევარში ძირითადად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა გააუმჯობესა, მესამე კვარტალშიც დადებითი დარჩა. თუმცა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანიფინანსური ნაკადებია, რომელთა შესახებ ოპერატიული მონაცემები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო. უახლესი დინამიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რეინვესტიციის გამორიცხვით, დაახლოებით მშპ-ის 0.5% იქნება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 0.7-0.8%-ს შეადგენდა.

უშუალოდ კომპონენტების დინამიკის კუთხით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წლიური ზრდა იანვარ-აგვისტოს 22%-დან სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 5%-მდე შენელდა, იმპორტის ზრდა კი 9%-დან დაახლოებით 15%-მდე დაჩქარდა. ექსპორტის შენელების დიდი ნაწილი ავტომობილების რე-ექსპორტის კლებას და ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება: სპილენძის მადნების ექსპორტი სექტემბერში შეჩერდა (ოქტომბერში განახლდა), გასული წლის სექტემბერში კი ნახატებისა და თვითმფრინავების ერთჯერადი ექსპორტი დაფიქსირდა. თუმცა ზრდა სხვა პროდუქტებზეც, ძირითადად სურსათსა და სასმელებზე, შენელდა. ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ავტომობილების იმპორტის შემცირებამ თითქმის სრულად დააბალანსა, იმპორტის დაჩქარება კი ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანამ განაპირობა. მართალია, ნედლი ნავთობის იმპორტი ნავთობპროდუქტების ექსპორტთან ერთად იზრდება, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში ნავთობისა და საწვავის იმპორტზე ხარჯი ორჯერ მეტით გაიზარდა, ვიდრე ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, გასული წლის ძლიერი ნოემბრის გამო, მიმდინარე წლის ნოემბერში ექსპორტი წლიურ ჭრილში შესაძლოა შემცირდეს კიდეც.

სავაჭრო ბალანსზე მოქმედი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო პირობები - ექსპორტის ფასების ფარდობა იმპორტის ფასებთან - კვლავ გაუარესდა. თუკი წლის დასაწყისში საექსპორტო საქონლის ფასები იმპორტის ფასებზე მეტად იყო გაზრდილი, ძირითადად ლითონების გაძვირების ხარჯზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა ნავთობის მკვეთრი გაძვირების გამო, ეს პოზიტიური ეფექტი მიილია. საყურადღებოა, რომ ნოემბერში ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე საგრძნობლად შემცირდა, ხოლო საქართველოშიც საწვავის ფასებმა მცირედით უკვე იკლო. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პირობებზე წმინდა ეფექტი დადებითი იქნება. 

ამასთან, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბერში კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ბოლო კვირების მონაცემები გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შესაფასებლად გამოიყენება, სექტემბრის პიკთან შედარებით 2.5%-ით დაბალია. საპირისპიროდ, რეზიდენტების ხარჯვა კვლავ იზრდება.

ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. კლების დიდი ნაწილი რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გზავნილებზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში გადმორიცხვები დროებით შეწყდა. სხვა სისტემებითრუსეთიდან გადმორიცხული თანხა სექტემბერთან შედარებით გაიზარდა და 11.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს სანქციებამდე არსებული თანხის მხოლოდ მეოთხედია. ნოემბრის შუა რიცხვებში Zolotaya Korona-მ საქართველოში გადარიცხვები განაახლა, რაც მომდევნო თვეებში გზავნილების აღდგენას შეუწყობს ხელს, თუმცა აღდგენის ნაწილი შესაძლოა სხვა არხებიდან დაბრუნებულ თანხებსაც ასახავდეს.

იანვარ-სექტემბერში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ოქტომბრის ბოლოს კი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ 8.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის ნორმის 130%-ია. საგარეო შემოდინებების ბალანსის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შესყიდვები სექტემბრის დონესთან ახლოს იქნება.

რაც შეეხება ლარის პერსპექტივას, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე კვლავ ლარის მხარდამჭერია, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად. აგრეთვე, ჩვენი შეფასებით, ლარი კვლავ იმაზე სუსტია, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები მოიაზრებს, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ჭრილში. მეორე მხრივ, აშშ დოლარის გლობალურად გამყარება და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შენელება ლარის გამყარებისთვის უარყოფითი ფაქტორებია. ამასთან, შესყიდვების დღევანდელი ტემპით რეზერვების სასურველ დონემდე შევსებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებისა და გამკაცრებული საგარეო ფინანსური პირობებისფონზე, მაღალია ალბათობა, რომ დეკემბერში სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-დან 8.5%-მდე გაზრდის. თუმცა, ნოემბრის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ფაქტორია. საბოლოოდ, სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.58 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ წინა თვეებში ტენდენციები უფრო ძლიერი ლარისკენ იხრებოდა, ამჟამად დინამიკა მეტად დაბალანსებულია. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007781-macro-update-georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა