საქართველოს TOP-5 იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყანა
2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2,7%-ით შემცრდა და $6,563 მილიარდი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტმა $1,763 მილიარდი შედგინა და 10,1%-ით არის შემცირებული. ქვეყნის იმპორტი 0,3%-ით გაიზარდა და $4,800 მილიარდია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი ($964 მილიონი); რუსეთი ($837მილიონი), ჩინეთი ($498 მილიონი), აშშ ($480 მილიონი) და აზერბაიჯანი ($401 მილიონი).
ექსპორტიორებს შორის პირველ ადგილზეა ყირგიზეთი ( $292 მილიონი). ექსპორტიორების პირველ ხუთეულში არ აროს თურქეთი, ჩინეთი და აშშ. რუსეთი მეორე ადგილზეა ($230 მილიონი), მესამეა ყაზახეთი ($208 მილიონი), მეოთხე და მეხუთე ადგილებს აზერბაიჯანი ($192 მილიონი) და სომხეთი ($174 ინაწილებენ).
საქართველოში იმპორტიორების სიაში პირველია თურქეთი ($840 მილიონი), რუსეთი ($606 მილიონი), აშშ ($446 მილიონი), ჩინეთი ($419 მილიონი) და გერმანია ( $320 მილიონი).
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826