საქართველოში 2022 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიან მოცულობაში რუსეთი პირველია
2022 წელს საქართველოს რკინიგზით გადატანილია 14.8 მლნ. ტონა ტვირთი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელ 21.8 პროცენტით აღემატება.
გადაზიდული ტვირთების 12.8 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 28.6 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.6 პროცენტი - ტრანზიტზე.
2022 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 30.1 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 69.9 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
საქსტატის ცნობოთ, 2022 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 41.1 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 21.4 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 8.2 პროცენტისათვის - სომხეთი, 5.3 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 4.0 პროცენტისათვის - ბულგართი, ხოლო 4.0 პროცენტისათვის - რუმინეთი.
ამასთან, 2022 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.2 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენს, 9.6 პროცენტისათვის - ყაზახეთი, ხოლო 8.4 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია.
2022 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 14.9 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანა თურქეთია, 7.8 პროცენტისათვის - ნიდერლანდები, 6.7 პროცენტისათვის - იტალია, ხოლო 3.5 პროცენტისათვის - ჩინეთი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826