საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეამცირეს
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა გამოუშვეს 5,3 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია, რაც 3,6%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის მთლიანი მოთხოვნის დაახლოებით 70%-ს აკმაყოფილებენ ჰიდროელექტროსადგურები (ჰესები), 22% თბოელექტროსადგურები (CHP), 8%-ს იმპორტი, ხოლო 0.6% - ქარის ელექტროსადგურები.
ენგურჰესი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით და დადგმული სიმძლავრით 1300 მეგავატი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ელექტრომოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, 2023 წლის პირველ ნახევარში ენგურზე გამომუშავება 12,5%-ით შემცირდა 1,4 მილიარდ კილოვატ/საათამდე.
საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9,3%-ით შემცირდა და 6,9 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა.
ანალიტიკურმა კომპანიამ Galt & Taggart-მა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება „ჯორჯიან მანგანუმის“ მხრიდან მანგანუმის მადნებისა და ფეროშენადნობების წარმოების შემცირებას უკავშირდება, ასევე კავშირშია მეტალურგიულ და სამთო კომპანიების საქმოანობასტან, რაც მათ პროდუქტებზე მოთხოვნისა და ფასების შემცირებითაა გამოწვეული.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველო თანდათან ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას და ექსპერტების აზრით, 2030 წლისთვის ქვეყანა შესაძლოა, ენერგო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროები იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
ESCO-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ 14,8 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გასულ წელს კი ელექტროენერგიის გამომუშავებამ 14,2 მილიარდი კილოვატ საათში შეადგინა, რაც 12,7%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გამომუშავებაზე მოხმარების გადაჭარბების გამო საქართველო იძულებული გახდა ელექტროენერგია მეზობელი ქვეყნებიდან ეყიდა, იმპორტმა 1,5 მილიარდ კილოვატ/საათზე მეტი შეადგინა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826