საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია რეგიონის ქვეყნებს შორის - გალტ & თაგარტი
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია რეგიონის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის ეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, რეგიონში 2023 წლის ივნისში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთშია და 38.2%შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის სიდიდით მეორეა ყაზახეთი - 14.6%, მესამე კი აზერბაიჯანი - 10.6%.
ინფლაციის მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებში (2023 წლის ივნისი)
რეგიონის ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი (2023 წლის 20 ივლისის მდგომარეობით)
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 21 ივნისის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5%-ზე დატოვა.
ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა.
ეროვნული ბანკი გეგმავს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 1%-ით. ახლა რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ია. წლის ბოლოს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ 9.5%-ზე იქნება. თუ მაკროეკონომიკური პროგნოზი შენარჩუნდა, სებ-ი 2024 წლისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებას, ხოლო 2025 წლისთვის კი 7.25%-მდე შემცირებას გეგმავს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826