საქართველოში ოქრო გაძვირდა
ვებგვერდ goldprice-ს მონაცემებით საქართველოში (ბირჟებსა და მაღაზიებში) უნცია (31,1034768 გრამი) ოქროს ფასი 5 048,02 ლარია ($ 1,923.08 ), ხოლო ერთი გრამი ოქროს ფასები კარატის მიხედვით ასე გადანაწილდა: გრამი (24K)- 162,32 ლარი, გრამი (22K) - 148,79 ლარი, გრამი (21K) - 142,03 ლარი და გრამი (18K) - 121,74 ლარი ღირს.
ოქროს ზოდების ფასი საქართველოში ქართულ ლარში:
5 გრამიანი 24K ოქროს ზოდების ფასი - 811,58 ლარი;
10 გრამიანი 24K ოქროს ზოდების ფასი - 1623.16 ლარი;
20 გრამიანი 24K ოქროს ზოდების ფასი საქართველოში - 3,246.31 ლარი;
50 გრამიანი 24K ოქროს ზოდების ფასი საქართველოში - 8115.79 ლარი;
100 გრამიანი 24K ოქროს ზოდების ფასი საქართველოში - 16,231.57 ლარი;
1/2 კგ 24K ოქროს ზოდების ფასი საქართველოში - 81,157.87 ლარი;
1 კგ 24K ოქროს ზოდების ფასი საქართველოში - 162,315.73 ლარი;
როგორ იცვლებოდა ოქროს ფასი:
ბოლო ერთ კვირაში (10-17 სექტემბერი) ოქროს ბირჟებსა და მაღაზიებში უნცია (31,1034768 გრამი) ოქრო თითქმის 20 ლარით გაძვირდა. 10 სექტემბერს უნცია ოქრი 5,029.54 ლარი ღირდა, ხოლო 17 სექტემბერს - 5,048.15 ლარი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826