მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში პირველი ავტორიზებული  საინვესტიციო ფონდის შექმნა მნიშვნელოვანი ალტერნატივაა ნებისმიერი მომხმარებლის დანაზოგების აკუმულირებისა და ინვესტირებისთვის - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„საქართველოს მთავრობა, ბოლო წლების განმავლობაში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს - ეს არის ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის  საინვესტიციო ფონდების შესახებ რეფორმა, რომელზეც მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობდა და ოთხი წლის თავზე პირველი საინვესტიციო ფონდის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი" ლიცენზირებული აქტივების მმართველმა კომპანია შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა"   დააფუძნა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეს ახალი ტიპის ფინანსური პროდუქტია, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისათვის  ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს. „ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდში" თანხების განთავსებით, ინვესტორს შეუძლია საკუთარი ფულადი რესურსებით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ფონდში მინიმალური შენატანი 100 ლარია, ხოლო სარგებელი ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ალტერნატიული, საინვესტიციო ინსტრუმენტები უჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა კვალიფიციური ინვესტორებისა, რომლებსაც კონკრეტული გამოცდილება გააჩნიათ ინვესტიციების კუთხით, რიგით მოქალაქეებს, კომპანიებს, ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი დანაზოგი მიმართოს საინვესტიციო ფონდში და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. ეს არის ახალი, ალტერნატიული ინსტრუმენტი, რომელიც მოსახლეობას დააინტერესებს - რაც მთავარია, ეს არის ავტორიზებული ფონდი, რაც ნიშნავს, რომ არის ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ და მისი სანდოობა თუ საიმედოობა იქნება ძალიან მაღალი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით,  ქვეყანა განვითარების ამ ეტაპზე საჭიროებს უფრო მეტ ფინანსურ ინსტრუმენტს, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, ეკონომიკის განვითარებაში წლების განმავლობაში დიდი როლი ჰქონდა საკმაოდ განვითარებულ, კონკურენტუნარიან საბანკო სისტემას და  მისი მნიშვნელობა მრავალი წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული, თუმცა, საჭიროა, რომ მეტი შესაძლებლობები  გაჩნდეს როგორც დანაზოგების აკუმულირებისთვის, ისე ინვესტირებისთვის და მომხმარებლების დანაზოგების განთავსების ახალი ინსტრუმენტები მასობრივად  შეიქმნას.  შესაბამისად,  მთავრობა შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე მუშაობს.

„საქართველოში გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ინვესტორების უფლებები არ იყო შესაბამისად დაცული, აქედან გამომდინარე, უმაღლესი სტანდარტების კანონმდებლობის ჩამოყალიბება და შესაბამისი შესაძლებლობები მაკონტროლებელ ინსტიტუტებში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში სტაბილურმა ეკონომიკურმა განვითარებამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა მოიპოვა, ასევე იზრდება სანდოობა ახალი ინსტრუმენტების მიმართ და ვხედავთ, რომ ის, რაც ძალიან უცხო იყო ჩვენთვის, ყოველდღიურად უფრო და უფრო გასაგები ხდება, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად მონაწილეობს ასეთ ინიციატივებში. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში სრულყოფილი საფინანსო ინსტრუმენტები შეიქმნას, კაპიტალის ბაზარი განვითარდეს და ბუნებრივია, ხელს შევუწყობთ საინვესტიციო ფონდებს, რადგან მათი როლი ეკონომიკაში ძალიან დიდია" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა