საქართველოში საწვავის ფასი რუსეთიდან მოწოდების პირობებზეა დამოკიდებული - ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია
ბოლო პერიოდში საწვავის ფასი საქართველოში სამწუხაროდ, დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული საწვავის პირობებზე, ვინაიდან ჩვენთან მოხმარებული საწვავის 90%-მდე სწორედ ამ ქვეყნიდანაა იმპორტირებული - ამის შესახებ საქართველოს ნათობიმპორტიორთა ასოციაციის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
„ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან დიზელის საწვავის მოწოდების პირობები ფასთან მიმართებაში არ შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოს საცალო ქსელში დიზელის საწვავის ფასი სტაბილურია.
რაც შეეხება ბენზინს, მასთან მიმართებაში სიტუაცია უფრო რთულადაა. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ბენზინის ფასი ბოლო პერიოდში გაზრდილია საშუალოდ 50-80 დოლარით/ტონაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ რუსეთს გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული პროდუქციის ექსპორტზე, რის გამოც მოხდა ჩვენთან ბენზინის ფასის მცირედით მატება“, - აცხადებენ ასოციაციაში.
ბოლო 1 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 1,28 დოლარით/ბარელზე ანუ 1,7%-ით და შეადგენს 72,26 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი დაკლებულია საშუალოდ 1,76 დოლარით/ბარელზე ანუ 2,5%-ით და შეადგენს 67,70 დოლარს/ბარელზე.
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, ბენზინის ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში გაზრდილია 26,25 დოლარით/ტონაზე ანუ 3,3 %-ით 818,50 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია 23,5 დოლარით/ტონაზე ანუ 3,5%-ით 699 დოლარამდე/ტონაზე.
„ასევე უნდა აღინიშნოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელზეც ასევე პირდაპირაა დამოკიდებული საწვავზე ფასების ცვლილება. ბოლო 1 თვის განმავლობაში მოხდა ლარის გაუფასურება. კერძოდ, 30 მაისს ის შეადგენდა 2,5823 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,6177 ერთეულს“, - აცხადებენ ასოციაციაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826