მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოში უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მსჯელობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე და გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს მუშაობას იწყებს - ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება და მასში წელს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის გახსნით პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები. ამასთან,  სხვა პანელურ სესიებში მონაწილეობენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები. „აბრეშუმის გზის ფორუმი" წელს იმითაც გამოირჩევა, რომ უმაღლესი დონის ოფიციალური დელეგაციებისა - პრემიერების, ვიცე-პრემიერების, მინისტრების დონეზე, ღონისძიებაზე ასევე აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო ბიზნეს-სექტორი.
„აბრეშუმის გზის ფორუმის" მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ზოგადად საქართველოს როლი იზრდება რეგიონში - საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო, დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ბიზნესისთვის ეს არის ხელსაყრელი გარემო და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი წარმატებული გარიგება შედგება ბიზნესებს შორის", - აცხადებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.
„აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობას იღებენ ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის საფინანსო და დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები,  საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე B2B შეხვედრა.
ფორუმი ორი დღის განმავლობაში, 26 – 27 ოქტომბერს იმუშავებს და მის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე, მათ შორის: „შუა დერეფნის" მზარდი როლი; სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარება; ფინანსური სექტორი; კავშირგაბმულობა; ენერგეტიკა; ტურიზმი; ტექნოლოგიები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა.
„ასევე იქნება ძალიან საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსების მხრიდან ამა თუ იმ თემაზე - ჩვენ ბევრ მიმართულებას ვფარავთ - ეს არის ტრანსპორტი, შუა დერეფნის პერსპექტივები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ინვესტიციები, ფინანსები და ბევრი სხვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ფორუმი ძალიან წარმატებით ჩაივლის და საქართველოს პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საქართველოშიც უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მსჯელობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე და გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართული სესიებს მოდერატორობას გაუწევენ BBC-ის, Bloomberg-ის, Deutsche Welle-ს და სხვა წამყვანი ჟურნალისტები.  ღონისძიებას 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი  ჟურნალისტი გააშუქებს.
 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა