საქართველოში ვერცხლზე მოთხოვნა დაბალია - საიდან ახდენს ქვეყანა ვერცხლის იმპორტს
2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 50%-ით ნაკლები ვერცხლი იყიდა, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში. სამ თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ვერცხლის ღირებულებამ 0.01%-ი, ხოლო 2023 წლის პირველ სამ თვეში - 0.02 ტონა შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტირებული ვერცხლის საერთო ღირებულებას, 39%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 2.49 ათასი დოლარის ვერცხლი შემოვიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.79 ათასი დოლარის.
მიმდინარე წელს ქვეყანაში ვერცხლის იმპორტი მთლიანად იტალიიდან განხორციელდა, თუმცა გასულ წელს იტალიის გარდა ვერცხლის იმპორტი თურქეთიდანაც დაფიქსირდა.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ვერცხლის იმპორტზე დიდი მოთხოვნა არ არის. თუმცა ბოლო წლების სტატისტიკით ვერცხლის იმპორტის რეკორდი 2022 წელს დამყარდა, როდესაც ქვეყანამ 0.28 ტონა ვერცხლი იყიდა. 2023 წლის სტატისტიკით კი 0.06 ტონა ვერცხლის იმპორტია დაფიქსირებული.
2023 წელს საქართველოში იმპორტირებული ვერცხლი, ქვეყანაში გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826