საქათველოს ეროვნულ ბანკსა და ყაზახეთის ფინანსური სერვისების მარეგულირებელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელმა (AFSA) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა AFSA-ს მიერ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის ყაზახეთისა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ბაზარზე მუშაობის პრინციპების გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარს ამჟამად ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში მოწინავე პოზიცია უკავია.
შეხვედრის ფარგლებში, AFSA-ს წარმომადგენლებმა განიხილეს ყაზახეთისა და AIFC-ის ფინანსური ბაზრის ძირითადი მახასიათებლები, მათ შორის - ზოგადი მაკროეკონომიკური გარემო, ფინანსური ბაზრის სტრუქტურა და მარეგულირებელი ჩარჩო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა კაპიტალის ბაზრის განვითარების ჭრილში რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
AFSA - წარმოადგენს ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია, დაარეგისტრიროს, აღიაროს და ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ ინსტიტუტებს AIFC-ში. ამჟამად AIFC-ში რეგისტრირებულია 72 ქვეყნის წარმომადგენელი 1800 კომპანია, რომლებიც ახორციელებენ საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო, პროფესიონალურ და სხვა სახის მომსახურებებს. AIFC-ში შემოთავაზებული ფინანსური სერვისების სპექტრი რიგ შემთხვევებში მსოფლიოს დიდი ხნის დამკვიდრებულ ფინანსურ ცენტრებში ხელმისაწვდომი სერვისების ჩამონათვალს უტოლდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826