სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ ₾352.5 მილიონი შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო
2025 წლის დეკემბერში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 2 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 352.5 მლნ ლარი. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.334% შეადგინა.
გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 4, 6, 9 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 180 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 დეკემბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 38.6% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1- 3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 26%).
მოთხოვნის კოეფიციენტი დეკემბერში გასული თვის მაჩვენებელთან (ნოემბერი 2.28) შედარებით შემცირდა და 2.24 შეადგინა.
დეკემბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა 3.75 იყო.
სხვა სიახლეები
როგორია საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა
25.06.2026.19:00
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ექსპორტი მცირედით გაიზარდა, საერთო მაჩვენებლებზე გადამწყვეტი გავლენა ბრიტანული იმპორტის თითქმის 80%-იანმა ვარდნამ მოახდინა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 92 266.2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78.14%-ით ნაკლებია.
საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 5 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 6 246.3 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.07%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებულ სამეფოში ყიდის:
ორმხრივი სავაჭრო კავშირების შემცირების მთავარი ფაქტორი დიდი ბრიტანეთიდან იმპორტის თითქმის 5-ჯერ შემცირება გახდა. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 86 019.9 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელი 416 040.8 ათასი დოლარს შეადგენდა (კლებამ 79.32% შეადგინა).
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებული სამეფოდან ყიდულობს:
.