მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

სახელმწიფო ამუშავებს მექანიზმს, რომელიც ტენდერებში ფასის უპირატესობას ადგილობრივ კომპანიებს მიანიჭებს - ირაკლი გიორგობიანი

news image
mbc image

მცირე ეკონომიკის პირობებში, ერთის მხრივ, გვაქვს მოლოდინი, რომ ფისკალურ ეფექტს ვიღებთ, როდესაც დემპინგური ფასით ჩინური კომპანია გვიშენებს ინფრასტრუქტურას, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ ვადარებთ იმ პოტენციურ ეკონომიკურ ღირებულებას, რაც ქართული კომპანიების მიერ პროექტის განხორციელებით შეიქმნებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე მუშაობს, რაც მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.

„ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება და დიალოგი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და მერე მის გადაჭრაზე დისკუსია. ჩვენ არ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა თავად პრობლემის მიმართ, არამედ ეფექტურობა სწორედ იმაში იქმნება, თუ როგორ მოვაგვარებთ მას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განსაკუთრებით მასშტაბური გეგმები გვაქვს საგზაო მიმართულებით, სადაც ჩინური სახელმწიფო კომპანიები დომინირებენ. მათთან კონკურენცია არა თუ ქართულ კომპანიებს, არამედ მსხვილ ევროპულ საერთაშორისო მოთამაშეებსაც უჭირთ, რადგან ჩინური კომპანიები საკუთარ კაპიტალს ორჯერ თუ სამჯერ ნაკლებად აფასებენ, ვიდრე დასავლური კომპანიები. მოგეხსენებათ, ბევრი მსხვილი სამშენებლო კომპანია საჯაროდ ივაჭრება, სადაც ყველა ინვესტორი უყურებს კაპიტალზე უკუგებას. 5-6-პროცენტიანი უკუგების პირობებში მათი ღირებულება ალბათ ნულთან ახლოს იქნება, როდესაც ჩინური კომპანიები სულ სხვა კაპიტალის უკუგებაზე მუშაობენ. ეს არის ჩინეთის სახელმწიფო ექსპანსია, თუმცა ჩვენი მცირე ეკონომიკის პირობებში, ერთის მხრივ, გვაქვს მოლოდინი, რომ ფისკალურ ეფექტს ვიღებთ, როდესაც დემპინგური ფასით ჩინური კომპანია გვიშენებს ინფრასტრუქტურას, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ ვადარებთ იმ პოტენციურ ეკონომიკურ ღირებულებას, რაც ქართული კომპანიების მიერ პროექტის განხორციელებით შეიქმნებოდა.

მინისტრმა (რევაზ სოხაძე) აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამუშავებს გარკვეულ ინიციატივას და ჩვენც აქტიურად ვთანამშრომლობთ ამაზე. საერთაშორისო პრაქტიკასა და ჩვენს სამეზობლოში არსებობს ლოკალური კომპანიების ხელშეწყობის მექანიზმები, რომლებიც ფასის უპირატესობას აძლევს ადგილობრივ კომპანიას. როდესაც პროექტს ლოკალური კომპანია ახორციელებს, მისი ეკონომიკური ღირებულება ქვეყნისთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე საერთაშორისო ან, ამ შემთხვევაში, ჩინური სახელმწიფო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოსი. ეს ცალსახად პოზიტიური სიგნალია სექტორისთვის. გარკვეული უკმაყოფილება შეიძლება სწორედ იქიდან გამომდინარეობდეს, რომ სექტორში დიდი მოლოდინები შეიქმნა და მას მეტი და მეტი უნდა. მე ვფიქრობ, რომ ამ პოზიტიურ ინიციატივებს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ირაკლი გიორგობიანმა. 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fed-ის წარმომადგენლები წელს საპროცენტო განაკვეთის დამატებით ზრდას პროგნოზირებენ

23.09.2026.15:00

FED-ის წარმომადგენლები წელს საპროცენტო განაკვეთის კიდევ ერთ ზრდას ელიან, ხოლო 2027 წელს მის უცვლელად შენარჩუნებას პროგნოზირებენ, - ამის შესახებ ცენტრალური ბანკის ბოლო სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული კვარტალური პროგნოზები მიუთითებს.

ამასთან, მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირებმა მოკლევადიანი ინფლაციის პროგნოზიც გაზარდეს. პროგნოზები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პოლიტიკის შემქმნელებმა ფედერალური ფონდების განაკვეთის სამიზნე დიაპაზონი 0.25 პროცენტული პუნქტით, 3.75% - 4.00%-მდე გაზარდეს, რაც ბაზრის მოლოდინს შეესაბამებოდა.

ახალი პროგნოზების მიხედვით, განაკვეთები 2028 წელს კვლავ შემცირდება, ხოლო 2029 წელს ფედერალური ფონდების განაკვეთი 3.50%-3.75%-ის ფარგლებში იქნება. ივნისში გამოქვეყნებულ პროგნოზებში Fed-ის წარმომადგენლები წელს განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდას, ხოლო 2027 წელს იმავე მოცულობით შემცირებას ელოდნენ.

განაკვეთის ზრდა იმ ფონზე გამოცხადდა, როდესაც პოლიტიკის შემქმნელები კვლავ მაღალი ინფლაციის პრობლემას ებრძვიან. 16-17 ივნისის სხდომის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გართულდა: ფასებზე ზეწოლა გაიზარდა, რასაც ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში ომთან დაკავშირებული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობებს.

Fed-ის წარმომადგენლებმა ასევე გაზარდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ფედერალური ფონდების განაკვეთის პროგნოზი 3.2%-მდე, ივნისის პროგნოზში მითითებული 3.1%-დან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა