სახელმწიფო ხელს უწყობს ღვინის კომპანიებს, მონაწილოება მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია ProWein Dusseldorf - ლევან მეხუზლა
„საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არის საუკეთესო შესაძლებლობა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და, შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის. წლევანდელი გამოფენისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, რადგან წელს შესრულდა 25 წელი, რაც საქართველო აღნიშნულ გამოფენაში მონაწილებს. გამოფენის პარალელურად გვქონდა დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger“ კონფერენციაზე, გვქონდა შეხვედრები ProWein-ის ხელმძღვანელობასთან, სადაც მიმოვიხილეთ თანამშრომლობის 25 წელი, და რა თქმა, უნდა დავსახეთ სამომავლო გეგმები“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა ProWein გერმანიის ქალაქ დუსელდორფში 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და მონაწილე კომპანიების რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.
ლევან მეხუზლამ გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს გერმანიაში ფართომასშტაბიანი კამპანია განხორციელდება, რომელსაც „ff.k Public Relations“ უხელმძღვანელებს.
„ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციის „ff.k Public Relations“ თაოსნობით, წელს, გამოფენის „ProWein Dusseldorf“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი გერმანელი ინფლუესერის და სომელიეს, ტონი ასკიტისის მიერ მოწყობილი ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა გერმანიაში 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა; ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826