მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

სახელმწიფო ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შესრულდა

news image
mbc image

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2025 წელს პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო საქმიანობის  შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად - 217 236 571 ლარი ჩაირიცხა, მაშინ როდესაც წლიური გეგმა  213 000 000 ლარს შეადგენდა.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 821 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც აუქციონის წესით 529 ობიექტი გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების გასხვისებასაც ელექტრონული აუქციონის ფორმით. 2025 წელს  გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 12 047 986 ლარი შეადგინა.  

ელექტრონულ პორტალზე eauction.ge-ზე რეგისტრაცია და აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - საკუთარი სარეალიზაციო ქონების განთავსების მიზნით.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებას. პრივატიზების პროცესი სრულად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე ვადაში გახდნენ სახელმწიფო აქტივების მესაკუთრეები.

 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია - ლაშა ხუციშვილი

11.11.2026.14:19

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებში:

მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 210 მილიონი ლარი;

ტურიზმის განვითარებაზე გამოყოფილია 78 მილიონი ლარი;

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისა, გათვალისწინებულია 64 მილიონი ლარი;

ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებისთვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა