სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა.
სააგენტომ გამოაცხადა 112 ელექტრონული აუქციონი და გაიყიდა 68 ერთეული უძრავი ქონება.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას.
შეგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://eauction.ge/
სხვა სიახლეები
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია - ლაშა ხუციშვილი
11.11.2026.14:19
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებში:
მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 210 მილიონი ლარი;
ტურიზმის განვითარებაზე გამოყოფილია 78 მილიონი ლარი;
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისა, გათვალისწინებულია 64 მილიონი ლარი;
ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებისთვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი.