სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები შესყიდვების პროცესის ეფექტიანობას გაზრდის - ვახტანგ შურღაია
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები შესყიდვების პროცესის ეფექტიანობას გაზრდის და კონკურენტულ გარემოს გააჯანსაღებს, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინსტიტუტების ჩარჩო შეთანხმებისა და ელექტრონული კატალოგის დანერგვა ბიზნესსა და სახელმწიფოს ერთგვაროვანი და გრძელვადიანი შესყიდვების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების მიერ საქმიანობის ახალი იურიდიული პირებით გაგრძელების პრაქტიკა შეიზღუდება.
„მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაში. ჩამოყალიბდა შესყიდვის ისეთი ახალი ინსტიტუტები, როგორებიცაა ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. ეს ორი ახალი ინსტრუმენტი როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად მართონ შესყიდვების პროცესი. აღნიშნული სიახლეები ძირითადად ეხება ერთგვაროვან და დროში გახანგრძლივებულ, მაგალითად, ორ ან სამწლიან შესყიდვებს.
გარდა ამისა, კანონში დამკვიდრდა „ეკონომიკური აგენტის“ დეფინიცია და სხვა ახალი ტერმინები. ცვლილებები შეეხო ე.წ. „შავ სიაში“ კომპანიის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. კერძოდ, შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტულ კომპანიაზე, არამედ მასთან დაკავშირებულ სხვა ეკონომიკურ აგენტებზეც. აქამდე გვქონია შემთხვევები, როდესაც „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიის დამფუძნებლები, ფაქტობრივად, ახალ კომპანიას აფუძნებდნენ და იგივე პირები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ საქმიანობას. ახალი რეგულაციით ეს პრაქტიკა აიკრძალება, კანონმდებლობა ამ ნაწილში უფრო გამკაცრდება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად წაახალისებს ჯანსაღ კონკურენციას ამ სფეროში“, - აღნიშნა ვახტანგ შურღაიამ.
სხვა სიახლეები
ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი ბიზნესსა და სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად მართონ შესყიდვების პროცესი - ვახტანგ შურღაია
22.06.2026.17:35