სახელმწიფო უკვე აშენებს ანაკლიის საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა - მარიამ ქვრივიშვილი
„რკინიგზა არის უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე, სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის განვითარება ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოში განიხილება.
„სახელმწიფო უკვე აშენებს საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. რკინიგზის გაძლიერება და ანაკლიის განვითარება ურთიერთდამოკიდებული პროცესებია, რომლებიც ერთად ქმნიან საქართველოს, როგორც რეგიონის სანდო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან დამაკავშირებელ ჰაბს. რკინიგზა არის ის, რაც პირდაპირ ეხება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას: სამუშაო ადგილები, რეგიონების განვითარება, უფრო სწრაფი და კომფორტული გადაადგილება. ჩვენი ცვლილებები უნდა იგრძნოს თითოეულმა ადამიანმა,"- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ღვინუკა“ განვითარებას აგრძელებს - ახალი სადეგუსტაციო სივრცე და ექსპორტის გაფართოების პერსპექტივები
სხვა სიახლეები
საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება
05.05.2026.13:23
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია. სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლების პარალელურად, გაიზარდა მატარებლის გადაზიდვის დასაშვები სიგრძე და წონები.
კერძოდ, თუ აქამდე სატვირთო მატარებელი საშუალოდ 45 ვაგონისგან შედგებოდა, დღეს მათი რაოდენობა 57 ერთეულამდეა გაზრდილი. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო შემადგენლობების გამტარუნარიანობასა და გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ფოთი-ბაქოსა და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე რეგულარული ბლოკ-მატარებლები დაინიშნა, რამაც გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთანავე, შიდა რესურსით 350-მდე ვაგონი გარემონტდა, არსებულ პარკს კი უახლოეს პერიოდში ახალი ვაგონებიც დაემატება.
„სატვირთო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. დავიწყეთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლება. ვამცირებთ გადაზიდვის დროს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დავასრულეთ მოდერნიზაციის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობების გაზრდას. საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება შუა დერეფნის ქვეყნებისთვის“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მატარებლების სიჩქარე მოიმატებს, სატრანზიტო დრო განახევრდება, გამტარუნარიანობა კი გაორმაგდება.