მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გადაზიიდვებზე შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემას ამარტივებს

news image
mbc image

სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან“ შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

მიმდინარე წლის 18 მარტიდან სააგენტოში დღეისათვის არსებული შეზღუდული ტიპის ნებართვების სრული რაოდენობა გაიცემა შემდეგი პირობით:

•    შეზღუდული ტიპის ნებართვა სააგენტოს მომსახურეობის ოფისებიდან გაიცემა განმცხადებელზე, რომელსაც 2023 -2024 წლის განმავლობაში მიღებული აქვს თურქეთის, რუსეთის ან ყაზახეთის მიერ გადმოცემული მინიმუმ ერთი ერთეული „მესამე ქვეყნაში/ქვეყნიდან“ ტიპის ნებართვა. გასაცემი ნებართვის რაოდენობა განისაზღვრება თითო ერთეულით ქვეყანაზე (ყაზახეთი, რუსეთი, თურქეთი). 

•    ნებართვების გაცემა მოხდება განაცხადების საფუძველზე (არა ქოლცენტრის მეშვეობით) შედგენილი სიების და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა. პროცესის სრულად გამჭირვალობის მიზნით, იმ გადამზიდველების სიები, რომლებზეც გაიცემა ნებართვა, განთავსებული იქნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სააგენტოს მომსახურეობის ოფისებში. 
ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული თავისებურებების შესახებ. კერძოდ, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ტვირთის ტრანსპორტირება ხდება ე.წ. „მესამე ქვეყნაში/ქვეყნიდან“ დასახელების ნებართვების გამოყენებით, რომელი ნებართვაც ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე, იცვლება ორმხრივი ნებართვის პარალელურად ბონუსის სახით, რათა გადამზიდველის მიერ ძირითადი გადაზიდვის შესრულების შემდგომ, ტვირთის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს პარტნიორი ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში გადაზიდვა. მესამე ქვეყნის ნებართვები შეზღუდული რაოდენობით იცვლება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, რათა არ მოხდეს ადგილობრივი გადამზიდავების ინტერესების დაზარალება, სხვა ქვეყნის გადამზიდავების მიერ მათ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის გადაზიდვის არაკანონიერად ჩანაცვლების სახით.  

დღეის მდგომარეობით, გასულ წლებთან შედარებით, მიღებული ნებართვების რაოდენობა გაზრდილია. თუმცა, ბოლო პერიოდში, ეკონომიკური ზრდის  გათვალისწინებით, გაიზარდა როგორც გადაზიდული ტვირთის მოცულობა, ისე საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველთა ოდენობაც. ამ გარემოების გათვალისწინებით, შეზღუდული რაოდენობით „მესამე ქვეყნაში/ქვეყნიდან“ ტიპის ნებართვების რაოდენობა, რაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს აქვს, ვერ უზრუნველყოფს გადამზიდველთა მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას. ამის გამო, ნებართვების გაცემა ხორციელდებოდა ეტაპობრივად.

რაც შეეხება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე  გაზრდილი რაოდენობით გაცვლილი სხვა ტიპის ნებართვებს, გასული პერიოდის მსგავსად, სააგენტოს მიერ დღემდე გაიცემა შეუზღუდავად. სააგენტო განაგრძობს მოლაპარაკებებს პარტნიორ ქვეყნებთან შეზღუდული ტიპის ნებართვების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებითაც.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა