მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.9
0.0001
flag
AZN 1.5459
-0.0004
flag
CNY 38.834
0.0027
flag
EUR 2.9955
0.0024
flag
GBP 3.5027
0.0002
flag
KZT 55.27
0.0016
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6281
-0.0004
news banner

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან სანებართვო დოკუმენტაციის გაცემას იწყებს

news image
mbc image

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 29 მაისის N199 ბრძანების  საფუძველზე, დამტკიცდა  ,,მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის შესაბამისად, სააგენტო იწყებს მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან სანებართვო დოკუმენტაციის გაცემას.
ნებართვების განაწილების პროცესში  საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველთა ასოციაციები მონაწილეობდნენ. ნებართვების განაწილება ასოციაციების წევრებს შორის დადგენილი წესის მიხედვით გამჭვირვალედ წარიმართა, სადაც სააგენტოს მიერ  გათვალისწინებული იქნა მათ მიერ წარმოდგენილ წევრთა რაოდენობები და მოთხოვნები.
ასოციაციების წევრთა შორის (1419  გადამზიდავი + 4318 ავტოსატრანსპორტო საშუალება) ნებართვების გაცემა  ასოციაციების მიერ წარმოდგენილი ,, სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის’’ მიხედვით განხორციელდება. სიები გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე, სადაც მიეთითება ნებართვის მსურველის, რაოდენობის და სააგენტოს სერვის ცენტრის შესახებ ინფორმაცია. ნებართვის აღების მსურველებმა  აღნიშნულ სერვის ცენტრს დათქმულ ვადებში უნდა მიმართონ.
,,მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის“ საფუძველზე სანებართვო დოკუმენტაციის განაწილების პროცესში მონაწილეობა შემდეგმა ასოციაციებმა მიიღეს:

1.საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაცია 2020
2. საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია
3. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია

ასოციაციებს შორის ნებართვების რაოდენობა მათში გაწევრიანებული სუბიექტების რაოდენობის  პროპორციულად გადანაწილდა:

1. საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაცია 2020  - 19%
2. საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია  -   37%
3. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია   -  44%.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

28.07.2026.11:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

კერძოდ, მინისტრები გაეცნენ ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს იქნება ისტორიული პროექტი საქართველოს ავიაციისა და ზოგადად ტრანსპორტის სექტორისთვის.

„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე იქნება 3.6 კილომეტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს ვუმასპინძლოთ. ეს საგრძნობლად გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ, რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს, მათ შორის, სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დაახლოებით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჩვენ სრულად დავასრულებთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წინ უძღვის სრულ ექსპლუატაციაში მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვასრულებთ შუქტექნიკისა და სხვა სანავიგაციო სისტემების მოწყობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

„რამდენადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია გეგმა-გრაფიკთან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას უკვე შევძლებთ გავხსნათ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამიმოსვლო ბილიკები და სრულ ექსპლუატაციაში მივიღოთ იმისთვის, რომ პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე მივიღოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრებმა დაათვალიერეს აეროპორტის სივრცეში განხორციელებული პროექტები, მათ შორის, მგზავრთა კომფორტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაკეთებული ორი ახალი პრემიუმ სერვისის ბიზნეს ლაუნჯი და Fast Track - ი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია იმ დიდ განვითარების გეგმასთან, რომელიც მთავრობას ზოგადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით აქვს.

მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება - მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის აეროპორტის შესაძლებლობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტს უდიდესი ღირებულება ექნება ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო სექტორის განვითარებისთვის.

ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ მინისტრებს ინფორმაცია, მინისტრის მოადფილე თამარ იოსელიანმა და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა მიაწოდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა