მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკმაოდ დიდი და რთული ცვლილებებია და მიხარია, რომ თითოეული ეტაპი ტურბულენტობის და სირთულის გარეშე იქნა გადალახული - მიხეილ სარჯველაძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე

news image
mbc image

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი სირთულეების გარეშე წარმატებით იქნა გადალახული.

როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე რეფორმა მასშტაბური და კომპლექსურია.

„რეფორმა პრინციპში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს იმდენად მასშტაბური, იმდენად დიდი რეფორმაა, რომ აქ ბუნებრივია, რომ ასე ერთბაშად შედეგების ქონა შეუძლებელია. თუმცა გარკვეული ეტაპები წარმატებით გავიარეთ, ეს უნდა ვთქვათ როგორც ეს დაგეგმილი იყო და როგორც ანონსი იყო გაკეთებული და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპებიც ასევე უმტკივნეულოდ წარიმართება. საკმაოდ დიდი და რთული ცვლილებებია და მიხარია, რომ ამ დრომდე რაიმე ტურბულენტობის და სირთულის გარეშე იქნა გადალახული ეს თითოეული ეტაპი. იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ გვაქვს ამოცანად გარკვეული ტექნოლოგიური განვითარება იმიტომ, რომ აქ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მონაცემების, თუმცა ამას სჭირდება ინტეგრირება კერძო სტრუქტურებშიც, იმიტომ რომ სახელმწიფო არ არის ერთადერთი მიმწოდებელი პირველადი ჯანდაცვისა. მოგეხსენებათ, რომ აი ჩართულია ამაში იგივე სადაზღვევო სექტორის მიმართულება, ვისაც ინტერესი აქვს ზოგადად იგივე კერძო სამედიცინო დაწესებულებები და ასე შემდეგ.  ყველგან ბუნებრივია ეს მონაცემების მონაცვლეობა არის უკიდურესად დიდი მნიშვნელობისა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა შეიძლება იყოს თუ ეს სისტემა არ იქნება დახვეწილი. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება, რომ თითოეული გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიღებული და შემდგომ მისი აღსრულებაც ხორციელდება თუ არა იმ ჩანაფიქრისა და იდეის მიხედვით, ეს რა თქმა უნდა უნდა კონტროლდებოდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა