საკმაოდ დიდი და რთული ცვლილებებია და მიხარია, რომ თითოეული ეტაპი ტურბულენტობის და სირთულის გარეშე იქნა გადალახული - მიხეილ სარჯველაძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი სირთულეების გარეშე წარმატებით იქნა გადალახული.
როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე რეფორმა მასშტაბური და კომპლექსურია.
„რეფორმა პრინციპში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს იმდენად მასშტაბური, იმდენად დიდი რეფორმაა, რომ აქ ბუნებრივია, რომ ასე ერთბაშად შედეგების ქონა შეუძლებელია. თუმცა გარკვეული ეტაპები წარმატებით გავიარეთ, ეს უნდა ვთქვათ როგორც ეს დაგეგმილი იყო და როგორც ანონსი იყო გაკეთებული და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპებიც ასევე უმტკივნეულოდ წარიმართება. საკმაოდ დიდი და რთული ცვლილებებია და მიხარია, რომ ამ დრომდე რაიმე ტურბულენტობის და სირთულის გარეშე იქნა გადალახული ეს თითოეული ეტაპი. იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ გვაქვს ამოცანად გარკვეული ტექნოლოგიური განვითარება იმიტომ, რომ აქ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მონაცემების, თუმცა ამას სჭირდება ინტეგრირება კერძო სტრუქტურებშიც, იმიტომ რომ სახელმწიფო არ არის ერთადერთი მიმწოდებელი პირველადი ჯანდაცვისა. მოგეხსენებათ, რომ აი ჩართულია ამაში იგივე სადაზღვევო სექტორის მიმართულება, ვისაც ინტერესი აქვს ზოგადად იგივე კერძო სამედიცინო დაწესებულებები და ასე შემდეგ. ყველგან ბუნებრივია ეს მონაცემების მონაცვლეობა არის უკიდურესად დიდი მნიშვნელობისა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა შეიძლება იყოს თუ ეს სისტემა არ იქნება დახვეწილი. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება, რომ თითოეული გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიღებული და შემდგომ მისი აღსრულებაც ხორციელდება თუ არა იმ ჩანაფიქრისა და იდეის მიხედვით, ეს რა თქმა უნდა უნდა კონტროლდებოდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა | საქსტატი
30.10.2026.11:04
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.