TOP 5 სადაზღვევო კომპანია სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 11.8%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სამოგზაურო დაზღვევიდან 7 130 171 ლარის პრემია მოიზიდეს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 379 526 ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2025 წლის 6 თვის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 28,2%-ი მოდის.
ჯი პი აი ჰოლდინგმა 2025 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში 2 013 690 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2025 წლის 6 თვის სტატისტიკით 1 175 286 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 16,5%-ი მოიპოვა.
სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო კომპანია იმედი L, რომელიც ბაზრის 13,2%-ის მფლობელია და 2025 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 942 104 ლარის პრემია მოიზიდა.
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა, რომელმაც 2025 წლის პირველ ნახევარში 650 955 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 9,1%-ის მფლობელი გახდა.
TOP-5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, რომელმაც 2025 წელს 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 606 575 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 8,5%-იც დაიკავა.
რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2025 წლის 6 თვეში 261 738 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 413.4%-ით მეტია, რადგანაც 2024 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 50 982 ლარი შეადგინა.
გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2025 წლის პირველ ნახევარში იყო 156 059 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 39 929 ლარი შეადგინა.
მთლიანობაში 2025 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო და სადაზღვევო კომპანია უნისონზე გადანაწილდა
არსებული მაჩვენებლებით, 2025 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 7 130 171 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 156 059 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 2,2% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ.
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 802 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 162 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826