მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.5
0.0347
flag
AZN 1.5375
-0.0004
flag
CNY 38.79
0.0026
flag
EUR 3.0349
0.0084
flag
GBP 3.5454
0.008
flag
KZT 56.61
-0.0003
flag
TRY 0.0545
-0.0001
flag
USD 2.6138
-0.0007
news banner

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი თვიურ ჭრილში 0.03%-ით შემცირდა l საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.03 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.1 პროცენტიანი მატება.

2026 წლის აპრილთან შედარებით ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.04 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.6 პროცენტი), რამაც 0.5 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 4.8 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.7 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.2 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.5 პროცენტი) და სასმელებზე (4.0 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის პირველ შვიდ თვეში დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 186 ახალი დეველოპერი შევიდა

20.08.2026.13:33

2026 წლის პირველ შვიდ თვეში დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 186 ახალი დეველოპერი შევიდა. 

დუბაის უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელს ახალ დეველოპერებს კვლავ სწრაფი ტემპით იზიდავს. უახლესი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ბაზარზე 186 უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია შევიდა. ეს საშუალოდ თვეში დაახლოებით 25 ახალი დეველოპერის ოპერირების დაწყებას ნიშნავს და მიუთითებს როგორც სექტორის უწყვეტ გაფართოებაზე, ისე ინვესტორების მზარდ ნდობაზე დუბაის შესაძლებლობის მიმართ, ბაზარზე დამატებითი პროექტები შეითვისოს. მონაცემები აჩვენებს, რომ დუბაიმ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია, როგორც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ბაზარმა უძრავი ქონების დეველოპერებისთვის. ახალი კომპანიები ბაზარზე საქმიანობას კვლავ აქტიურად იწყებენ.

ახალი მონაწილეებიდან 180 კომპანიამ დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტისგან ლიცენზია მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში გაცემული ახალი ლიცენზიების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა