სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი თვიურ ჭრილში 0.7 %-ით შემცირდა l საქსტატი
2026 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.1 პროცენტიანი მატება.
2026 წლის ივნისთან შედარებით ფასები 2.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.15 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.3 პროცენტი), რამაც -0.26 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 3.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.31 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 14.4 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (16.1 პროცენტი);
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.12 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.6 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (11.0 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
სხვა სიახლეები
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ $4.27 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი კლებაა - TBC Capital
20.08.2026.12:10
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივლისი 2026” აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 0.6%-ით, 1,390 გვტ. საათამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 4.1%-ით, 1,238 გვტ. საათამდეა შემცირებული. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 4.27 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი კლებაა.