მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი იწყება

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც მესხური ვაზის გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონის რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

სამცხე-ჯავახეთში ფერმერებისთვის  ენდემური ვაზის ნერგების უსასყიდლოდ გადაცემა და გაშენება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის

„აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში ხორციელდება. „აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა და დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორისაა ახალი პროექტი, რომელიც წელს დავიწყეთ და რომლის მიზანი მესხური ვაზის და ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების ისტორიულ სამშობლოსთან დაბრუნებაა.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივებს წარმოებისთვის უსასყიდლოდ გადავცემთ მესხური ვაზის ნერგებს და ხორბლის თესლს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, დღეისათვის, მესხური ვაზის 26 ჯიში გვაქვს მოძიებული. მათი დიდი ნაწილი აღდგენილია ჩვენს უნიკალურ ჯიღაურას ბაზაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს. აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ პროექტები, რომელთა მიზანიც არის, ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი ბიომრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, დავეხმაროთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური პირობები“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა 14 ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა, რომელიც 96 ფერმერს აერთიანებს.

ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი უკვე დაწყებულია; სხვადასხვა ლოკაციაზე 3 ათასი ნერგი ირგვება.

„კამპანია „გავაცოცხლოთ მესხური ვაზის ფესვები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და მისი მიზანია მესხური ვაზის და მესხური ხორბლის ჯიშების შენარჩუნება, აღდგენა და აგროტურიზმის ციკლში ჩართვა.

ოთხი საუკუნის წინ დაკარგული ტრადიციის აღდგენა რთულია და ამას ეტაპობრივად ვგეგმავთ. ეს არის კამპანია, რომელსაც აქვს გლობალური ხასიათი, რადგან მესხური ვაზი და მესხური ხორბალი გლობალური მნიშვნელობისაა; აგრობიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მაღალი ღირებულებების მატარებელი პროდუქტებია და მათი დაბრუნება გასტროპროდუქტებში და აგროტურიზმის სექტორში არის პროექტის პირდაპირი მიზანი“, - განაცხადა პროექტის აღმსრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ.

მესხური ვაზის ჯიშის აღდგენასა და გაშენებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გადაშენების პირას მისული ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების მოძიება, აღდგენა და დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მოხდა.

ეს უნიკალური ბაზა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 2014 წელს ფონდმა „ქართუ“ უსასყიდლოდ გადასცა. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება ეძლევათ,  რეგიონში გააშენონ და წარმოებაში დააბრუნონ აღდგენილი  ენდემური ჯიშები, ასევე დაგეგმილია სანერგე მეურნეობის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ნერგებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მესხური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) მეშვეობით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა