მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„უმნიშვნელოვანესია ზოგადად ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარება და შესაბამისად, ოპერირებაში შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, შუა დერეფნისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავითარებს.

"საქართველოს მთავრობას აქვს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა იმისათვის, რომ საქართველოს როლი გაიზარდოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელებში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით 2030 წლისთვის დაგეგმილია ტვირთბრუნვის გაორმაგება და შესაბამისად, საქართველო უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონში იყოს სანდო და ეფექტიანი პარტნიორი.

„აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

04.09.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა