მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

“საოჯახო კალათის” ცენტრალიზებული პლათფორმის შექმნით, სექტორში პროცესები სისტემურ და გამჭირვალე ხასიათს მიიღებს, რაც გააძლიერებს კონკურენციას და ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებს - შოთა ბერეკაშვილი

news image

“საოჯახო კალათის” ცენტრალიზებული პლათფორმის შექმნით, სექტორში პროცესები სისტემურ და გამჭირვალე ხასიათს მიიღებს, რაც გააძლიერებს კონკურენციას და ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებს - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა.

მისი შეფასებით, პლათფორმის შექმნის ფუნდამენტური მიზანი მომხმარებლების ინტერესების დაცვა და მათთვის საუკეთესო ფასების შეთავაზებაა.

„ფასების შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ მოკლევადიან პერიოდში ბაზარზე ბერძნული ან ფრანგული მოდელის მსუბუქი ინტერვენცია განხორციელებულიყო. ამის ფარგლებში, ქსელებმა გამოთქვეს სურვილი, შეექმნათ საოჯახო კალათა, რომელშიც 15 საბაზისო პროდუქტი შევიდა, და საკუთარ ქსელებში საუკეთესო შეთავაზებების წარმოდგენა დაიწყეს.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, ჩვენ ძალიან მივესალმებით, თუ კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ციფრული პლატფორმა, სადაც ქსელები თავიანთ შეთავაზებებს ყოველკვირეულად განაახლებენ, ხოლო მომხმარებლებისთვის აღნიშნულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმირებულობა კიდევ უფრო გამარტივდება. ამასთან, სექტორში უზრუნველყოფილი იქნება მეტი გამჭვირვალობა, ხოლო კონკურენცია საუკეთესო მექანიზმია იმისთვის, რომ მომხმარებელმა საუკეთესო ფასი მიიღოს.

აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის თავისუფლებას, კონკურენციასა და გამჭვირვალობას, რაც იყო და რჩება ჩვენი მთავარი მიზანი. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმის შექმნით, ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს და ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი პროცესი. ეს ჩვენი სტრატეგიის მოკლევადიანი შედეგის მიმართულებაა.

„კომისიის ფარგლებში, ჩვენ გავეცით საშუალოვადიანი რეკომენდაციები, რომლებიც სექტორში მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას ეხება. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე.

დარწმუნებული ვარ, აღნიშნული რეკომენდაციები ეტაპობრივად შესრულდება. ჩვენ პროცესს აქტიურად მივყვებით და მიზანია, სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური, შემცირდეს დამატებითი ხარჯები და საბოლოოდ მომხმარებელმა საუკეთესო შედეგი მიიღოს”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა

22.05.2026.15:25

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).

მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვიდა სამიტის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების სესიაზე „ენერგეტიკული უსაფრთხოება ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში: დაკავშირებადობა და თანამშრომლობა"

ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტართან. გარდა ამისა, გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

თურქეთში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იმყოფება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა