მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საპარლამენტო კომისიის ამოცანაა სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების პრობლემების იდენტიფიცირება და იმ სტრუქტურული მიზეზების გამოვლენა, რომლებიც საქართველოში სამომხმარებლო ფასების მაღალ დონეს განაპირობებს - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

საპარლამენტო კომისიის ამოცანაა სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) სექტორში ფასების ფორმირების პრობლემების იდენტიფიცირება და იმ სტრუქტურული მიზეზების გამოვლენა, რომლებიც საქართველოში დღევანდელ რეალობაში სამომხმარებლო ფასების მაღალ დონეს განაპირობებს, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა. 

მისი თქმით, სწორი დაგეგმვით ფასების შემცირება შესაძლებელია. 

,,პირველ ეტაპზე ვგეგმავთ ბაზრის სტრუქტურისა და სექტორის მონაწილეებს შორის ურთიერთობების სისტემურ ანალიზს. ეს მოიცავს მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და საცალო ვაჭრობის ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხის, მოლაპარაკების ძალაუფლების და კომერციული ურთიერთობების მოკვლევას.
შემდეგ ეტაპზე კომისიის ყურადღება გამახვილდებასექტორში მონაწილე კომპანიების საოპერაციო პროცესების დეტალურ ანალიზზე ფასების ფორმირების ჯაჭვის თითოეულ რგოლში. ასევეშევისწავლით სექტორში მონაწილე კომპანიებისკაპიტალის სტრუქტურას, კორპორატიული დაკრედიტების დონეს და მის შესაძლო გავლენას პროდუქციის საბოლოო ფასების ფორმირებაზე.
კომისიის მუშაობა წარიმართება კერძო სექტორთან აქტიური დიალოგით და კოორდინაციით, რათა ბიზნესისთვის შეიქმნას გამჭირვალე და პროგნოზირებადი გარემო. საერთო ძალისხმევით უნდა მოხდეს ბაზრის გაჯანსაღება და საოპერაციო პროცესების ხარჯეფექტურობის გაზრდა რაც გამოიწვევს უფრო კონკურენტულ საბაზრო გარემოს და პროდუქტებზე ფასების შემცირებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა. 

სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს ფასების კლებაზე მომუშავე საპარლამენტო კომისიაც. კომისიას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა