მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

news image
mbc image

საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 საუკეთესო კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის 3 უცხოელი და 5 ქართველი პირი შეირჩა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო, რომელიც აქამდე არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ჩამოყალიბდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, პროფესიონალ წევრთა შერჩევის წესები და პროცედურები, მათი განათლების, სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები და სხვა მოთხოვნები.

მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი 2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა. ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ განთავსებული იყო რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზეც. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების შერჩევა განახორციელა შესარჩევმა კომისიამ, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი წევრისგან შედგებოდა.

მმართველობითი საბჭოს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 100-მდე უცხოელმა და ქართველმა კანდიდატმა მიიღო, მსურველთაგან 38 გადავიდა შემდგომ შესარჩევ ეტაპზე, საბოლოო გადაწყვეტილებით, კი სამი წლის ვადით შეირჩა: მაიკლ რიდლი, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, ფრედერიკ არტეზანი, ლევან შავკაციშვილი და გრიგორი მორჩილაძე, ხოლო ორი წლის ვადით: თეონა გუნცაძე, თამარ ტყეშელაშვილი და გიორგი მაისურაძე.

აღსანიშნავია, რომ შერჩეული კანდიდატებიდან ორი - მაიკლ რიდლი და ჟან-ფრედერიკ პოლსენი - ამ დრომდე ასრულებდნენ საინვესტიციო საბჭოს წევრის მოვალეობას.

ფრედერიკ არტეზანი - ბატონ ფრედერიკ არტეზანს აქვს 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, მათ შორის აქტივების მართვის მიმართულებით. 2005-2010 წლებში იგი იკავებდა ესპანური ნავთობის კომპანიის (CEPSA FONDO DE PENSIONES) საპენსიო სქემის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციას (მადრიდი, ესპანეთი). 2010 წლიდან 2023 წლამდე ბატონი არტეზანი იყო კოსოვოს საპენსიო სქემის (KPST) მმართველობითი საბჭოს წევრი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე. ბატონ არტეზანს ეკონომიკის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან, ასევე სხვადასხვა დროს სწავლობდა ლონდონის და მადრიდის უნივერსიტეტებში.

მაიკლ რიდლი - ბატონ მაიკლს აქვს 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე იყო J.P. Morgan-ის ვიცე-თავმჯდომარე. ამავე საინვესტიციო ბანკში იგი იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს, ფიქსირებული შემოსავლიანობის ფინანსური ინსტრუმენტების და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების მიმართულებით. მაიკლ რიდლი იყო Solomon Brothers-ში მმართველი დირექტორი და ხელმძღვანელობდა ფიქსირებული შემოსავლიანობის ინსტრუმენტების მიმართულებას. ამჟამად, ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველია მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, საბანკო სისტემის სტრუქტურის მიმართულებით და ისლანდიის სუვერენული ფონდის საკითხებში. მას აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის Trinity College-ში მიღებული მაგისტრის ხარისხი კლასიკაში, ფილოსოფიაში და უძველეს ისტორიაში.

ჟან-ფრედერიკ პოლსენი - ბატონი პოლსენი 2023 წლის ივლისიდან არის ფარმაკოლოგიური კომპანია ფერინგის (Ferring Ventures SA) აღმასრულებელი დირექტორი. ბატონი პოლსენი კომპანიას 2020 წელს შეუერთდა, ხოლო 2021 წლის ივლისში გახდა ფერინგის დირექტორთა საბჭოს წევრი. ბატონი პოლსენი 2015 წლიდან ასევე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2017-2019 წლებში იგი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით. ბატონ პოლსენს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსებსა და ბუღალტერიაში ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE).

მმართველობითი საბჭოს ქართველი წევრები კი არიან:

გიორგი მაისურაძე - ბატონი გიორგი 2022 წლიდან დღემდე ასრულებს IDS Borjomi International დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას. ბატონი გიორგი გახლავთ საპატიო კონსული სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში (საქართველოში), ის ასევე ასრულებს LUKOIL საქართველოში ლოჯისტიკის და B2B გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას. ბატონი გიორგი, გახლდათ, YTONG CAUCASUS თბილისი, საქართველო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და არაერთ ქართულ და უცხოურ ბანკსა და ფინანსურ ორგანიზაციაში აქვს მიღებული გამოცდილება. ბატონი გიორგი ფლობს მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების სპეციალიზებით.

ლევან შავკაციშვილი - ლევან შავკაციშვილს აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 2010-2017 წლებში ბნ-ი ლევანი Citibank-ის ლონდონის ოფისში მუშაობდა, სადაც 2012 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა სტრუქტურირებული დაფინანსების მიმართულებით და ფარავდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონს. 2018-2023 წლებში ლევან შავკაციშვილი თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2023-24 წლებში იგი წამყვანი საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტ“ -ის აღმასრულებელი დირექტორის და უფროსი მრჩევლის როლს იკავებდა. ბატონ ლევანს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი 2010 წელს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში. ამასთან, 2023 წელს მან გაიარა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აღმასრულებელი პროგრამა (Stanford Executive Program) კალიფორნიაში.

გრიგორი მორჩილაძე - ბატონი გრიგორი მორჩილაძე 30 წელზე მეტია მოღვაწეობს ფინანსური სერვისების, საინვესტიციო მენეჯმენტისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში. ამჟამად იკავებს Foresight Investment Group-ის, ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის დირექტორის პოზიციას. ბატონი გრიგორის პროფესიული გამოცდილება უკავშირდება აქტივების მართვას, რისკების შეფასებასა და სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას. ბატონი გრიგორი ასევე გახლდათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი და საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წევრი. მისი კარიერის განმავლობაში მას ასევე ეკავა მაღალი პოზიციები ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებში და უძრავი ქონების სექტორში. ბატონ გრიგორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე.

თეონა გუნცაძე - ქალბატონ თეონას აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში, მათ შორის 20-წლიანი გამოცდილება უმაღლეს თანამდებობებზე. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში იგი იკავებდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) ოპერირების ხელმძღვანელის პოზიციას. მას ასევე აქვს გამოცდილება საბროკერო კომპანიებთან და დეპოზიტარებთან ურთიერთობაში. 2007-2008 წლებში იგი იყო „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო მიმართულებით. ქალბატონ თეონას აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ხოლო ფინანსების მართვის სპეციალიზაციით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი – მართვის ევროპული უმაღლესი სკოლა ESM-თბილისისგან.

თამარ ტყეშელაშვილი - ქალბატონი თამარი 2021-24 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. სხვადასხვა დროს მას ეკავა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის და სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის პოზიცია. გახლდათ, პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრი და 2015-2019 წლებში გახლდათ იურიდიული ფირმა MKD-ის პარტნიორი, ასევე, აქვს გამოცდილება შპს „ენერგოტრანსი“-ის, იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ქალბატონ თამარს აქვს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორთან ურთიერთობის მიმართულებითაც, მათ შორის, მსხვილი საინვესტიციო პროექტების იურიდიული მხარდაჭერით. ქალბატონი თამარი ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა