მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

საპენსიო რეფორმა მაღალი ინკლუზიურობით გამოირჩევა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

საპენსიო რეფორმა მაღალი ინკლუზიურობით გამოირჩევა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სქემაშია ჩართული.

„შესაბამისად ნებისმიერი ცვლილება, ნებისმიერი სიახლე, რომელიც რეფორმისას ხორციელდება მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია იყო სწორად განხორციელებული. 

რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებებს, ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი. გახსოვთ ალბათ, 2023 წლის შემოდგომაზე პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა საინვესტიციო მიმართულებას  და ასევე რისკის მართვის მიმართულებას. ამჯერად საუბარია მმართველობითი და ზედამხედველობითი სტრუქტურის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულზე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა. აქტიურ მუშაობაში ვგულისხმობ არამხოლოდ ინტენსივობას, არამედ ჩართული მხარეების მონაწილეობასაც. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან კომპლექსური რეფორმაა. მისი დაწყების პირველი დღიდან და მთელი მიმდინარეობის განმავლობაში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი როლი აქვს სებ-ს, ჩართულია უშუალოდ საპენსიო სააგენტო, მისგან დამოუკიდებლად ჩართულია საინვესტიციო საბჭო და ის ვერტიკალი, რომელიც ინვესტიციებზე არის პასუხისმგებელი, ფინანსთა სამინისტრო და ორი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გლობალური ფინანსური ინსტიტუტი. ესენი არიან აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი, რომლებიც პირველი დღიდან და ყოველდღიურად მონაწილეობენ რეფორმის განხორციელებაში. შესაბამისად ის პაკეტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი და პირველი მოსმენით პარლამენტმა დაამტკიცა, არის შედეგი ძალიან კომპლექსური სამუშაოსი, რომელიც კონკრეტულ ამოცანებს და გამოწვევებს პასუხობს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.08.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა