მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საპენსიო რეფორმა მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმათაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია - ლაშა ხუციშვილი

news image
mbc image

საპენსიო რეფორმა მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმათაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზი გაუსვა საპენსიო სააგენტოს როლის მნიშვნელობას საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ეკონომიკის განვითარებაში. ფინანსთა მინისტრმა სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს მიულოცა მიღწეული წარმატებები და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის ბოლოსთვის სააგენტოს აქტივების მოცულობა 6.1 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.44 მილიარდ ლარს მიაღწია. 2024 წლის ბოლოსთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 1.4 მილიონამდე ადამიანი და დაგროვებითი პენსიით სარგებლობდა 15.0 ათასზე მეტი პირი (პენსიის სახით გაიცა 61.1 მლნ ლარი).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დინამიკური პორტფელის ამონაგებმა 2024 წელს 13.6% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგების შესაბამისად 12.8% და 11.6% იყო.

„საპენსიო რეფორმის დადებითი შედეგები რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება. საპენსიო სქემის უფრო და უფრო მეტი მოსარგებლე (სქემაში მონაწილეთა ასაკის გათვალისწინებით) მომდევნო წლებში იგრძნობს მნიშვნელოვან სარგებელს, რაც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. აღნიშნული პირველ რიგში მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკის მოსახლეობის უკეთესი სოციალური გარანტიების კუთხით და ასევე უზრუნველყოფს ფისკალურ მდგრადობას, რადგან დაგროვებითი სქემა ღირსეული საპენსიო სქემის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სოციალურ (ე.წ. პირველი სვეტის) პენსიასთან ერთად“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული თითოეული ღონისძიება, გონივრულად დაბანდებული და მართული საპენსიო აქტივები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისათვის.

მისი თქმით ასევე, გასათვალისწინებელია საპენსიო ფონდის, როგორც ფინანსური რესურსის მნიშვნელობა დანაზოგებისა და ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის.

ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა სააგენტოს როგორც მენეჯმენტის, ისე თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, რამაც დიდი როლი ითამაშა საპენსიო რეფორმისა და საპენსიო სისტემის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაში.

„საპენსიო სქემისა და სააგენტოს მიმართ გაზრდილი ნდობა და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია და ამ მიზნით განსაკუთრებული როლი ენიჭება ფინანსური განათლების მიმართულებას და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას დანაზოგების, ინვესტიციების, ამონაგების, რისკის და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით. სააგენტოს ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული, თუმცა მნიშვნელოვანია რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს მომავალში. 

მან ახლად შერჩეული საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ საპენსიო სააგენტო მომავალ წლებშიც კვლავ წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა