მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს - ლევან კარანაძე

news image
mbc image

საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, - განაცხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს.

„დღეს დავათვალიერეთ ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ვინაიდან პირველად შენდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი - 3600 მეტრი.

„საქაერონავიგაცია“ სრულად განაახლებს შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, უკვე დამონტაჟდა ინსტრუმენტული დაფრენის ახალი სისტემა, ანუ სრულად განახლდება სანავიგაციო ინფრასტრუქტურა ულტრათანამედროვე სისტემებით, რომლებიც შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს.

პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა აფრენისა და დაფრენის ახალი სტანდარტული პროცედურები, რომლის ვალიდაციაც სპეციალური ლაბორატორია თვითმფრინავით განხორციელდა“, - აღნიშნა ლევან კარანაძემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

13.11.2026.13:37

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.

Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა