მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„შიდა რეფორმების პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, ბუნებრივი რესურსების მეორე სამიტის - INRES 2026-ის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა სესიაზე განაცხადა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესების, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის მხარდაჭერისა და როგორც ევროპის, ისე ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გადადის განხორციელების მომდევნო ფაზაში, რაც მოიცავს ზღვის ფსკერის დაგეგმილ გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებს. მოხარულები ვართ, რომ პროექტი ოფიციალურად არის შეტანილი ევროკავშირის ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში, რაც ამ პროექტის წინსვლისა და განხორციელებისადმი ევროპის ძლიერ მხარდაჭერას ასახავს" - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და თურქეთის ძალიან მჭიდრო, სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობაში, გადამცემ ინფრასტრუქტურასა და რეგიონულ დაკავშირებადობაში ორმხრივ ნდობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ძლიერი რეგიონული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს.

მინისტრის შეფასებით, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით, პრაქტიკული პარტნიორობითა და გრძელვადიანი ხედვით მიიღწევა. მისივე თქმით, მსგავსი სამიტები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის პერსპექტივების გაზიარების, დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისთვის.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რეგიონში დაკავშირებადობის საკითხზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტი, ენერგეტიკულ დერეფნებთან ერთად, შექმნის ერთიან, მძლავრ ინფრასტრუქტურულ საფუძველს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას - მარიამ ქვრივიშვილი

22.05.2026.15:57

„შიდა რეფორმების პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, ბუნებრივი რესურსების მეორე სამიტის - INRES 2026-ის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა სესიაზე განაცხადა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესების, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის მხარდაჭერისა და როგორც ევროპის, ისე ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გადადის განხორციელების მომდევნო ფაზაში, რაც მოიცავს ზღვის ფსკერის დაგეგმილ გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებს. მოხარულები ვართ, რომ პროექტი ოფიციალურად არის შეტანილი ევროკავშირის ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში, რაც ამ პროექტის წინსვლისა და განხორციელებისადმი ევროპის ძლიერ მხარდაჭერას ასახავს" - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და თურქეთის ძალიან მჭიდრო, სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობაში, გადამცემ ინფრასტრუქტურასა და რეგიონულ დაკავშირებადობაში ორმხრივ ნდობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ძლიერი რეგიონული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს.

მინისტრის შეფასებით, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით, პრაქტიკული პარტნიორობითა და გრძელვადიანი ხედვით მიიღწევა. მისივე თქმით, მსგავსი სამიტები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის პერსპექტივების გაზიარების, დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისთვის.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რეგიონში დაკავშირებადობის საკითხზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტი, ენერგეტიკულ დერეფნებთან ერთად, შექმნის ერთიან, მძლავრ ინფრასტრუქტურულ საფუძველს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა