მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა - ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება | მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე შევეხეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკის კიდევ უფრო გაზრდა და გაძლიერება", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სექტორში თანამრომლობაზე.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკის, ისევე როგორც გაზის სექტორში. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ტრანსპორტის სექტორში. საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ შუა დერეფნის კონტექსტში და რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე სატრანსპორტო სექტორში, როგორიც არის საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება-მოდერნიზაციის დასრულება, ის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეგიონული სატრანსპორტო მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ 2029 წლამდე მოხდეს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობის გაორმაგება, საპორტო, ისევე როგორც სარკინიგზო მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს.

„ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე და იმ გეგმის თაობაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აქვს, რომ 2029 წელს პირველი გემი მივიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ხელს უწყობს არაერთი მიმართულებით საკითხების დადებითად გადაჭრას, რაც სარგებლის მომტანია ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე 37 კომპანიითა და სამი პავილიონით წარდგება

30.10.2026.20:19

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - China International Import Expo (CIIE 2026) 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით მიიღებს მონაწილეობას.

გამოფენაზე საქართველო ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო საქონლის პავილიონებით იქნება წარმოდგენილი. ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ და პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართება ქართული და ჩინური კომპანიების B2B შეხვედრები პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან. შეხვედრები ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, პირდაპირი საქმიანი კონტაქტები დაამყარონ, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და გააფართოონ ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პერსპექტივები.

წელს ეროვნული პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას დაეთმობა. პავილიონის გაფორმებაში გამოყენებული იქნება ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები. სტუმრები გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას და შესაძლებლობა ექნებათ თავადაც ითამაშონ ჭადრაკი.

ეროვნულ პავილიონში ასევე გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი.


გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა, ახალი სავაჭრო კავშირების დამყარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება. ინვესტიციების სააგენტო ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რაც მათ პოტენციურ მყიდველებთან და ბიზნესპარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველო China International Import Expo-ში ყოველწლიურად, უკვე მეცხრედ მონაწილეობს.

გამოფენა ჩინეთის ქალაქ შანხაიში, 5-10 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა