მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო ბრუნვა თითქმის $60 მილიონს უტოლდება - I კვარტლის სტატისტიკა

news image
mbc image

საქართველოსა და ჩეხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 34%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ჩეხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 59 372.7 ათასი დოლარის შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში 44 370.8 ათასი დოლარი. 

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჩეხეთში 4 951.0 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი მოახდინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 543.1 ათას დოლარის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველოდან ჩეხეთში ექსპორტი 11%-ით არის შემცირებული.

როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-მარტში ერთადერთი საექსპორტო პროდუქტი ტომრები და პაკეტები შესაფუთი იყო.

ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი 40%-ით არის გაზრდილი. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჩეხეთიდან 54 421.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 38 827.6 ათასი დოლარის.

ჩეხეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სატელეფონო აპარატებია.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა

11.09.2026.13:00

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩინეთში 1 792 748.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 248 138.5 ათასი დოლარის. ზრდა 43.64%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ჩინეთში ახდენს:

• მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 288 744.7 ათასი დოლარი;
• მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 84 351.2 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 79 991.7 ათასი დოლარი;
• კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 12 919.6 ათასი დოლარი;
• ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 7 611.0 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ის 2026 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით 1 299 711.3 ათას დოლარს შეადგენს, 2025 წლის იანვარ-ივლისში კი 1 063 062.4 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად იმპორტი 22.26%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ჩინეთიდან ახდენს:

• დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 99 601.4 ათასი დოლარი;
• მსუბუქი ავტომობილები - 48 952.4 ათასი დოლარი;
• ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 43 558.5 ათასი დოლარი;
• მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 41 031.1 ათასი დოლარი;
• ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 34 982.6 ათასი დოლარი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა