მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

„საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, სულ უფრო პოპულარული ხდება ჩინელი მოგზაურებისთვის და მზარდ მაჩვენებლებსაც ვხედავთ - 2024 წელს ჩინელი მოგზაურების რაოდენობა 83%-ით გაიზარდა, გასულ წელს კი თითქმის 45%-იანი ზრდა გვქონდა. ეს ერთი მხრივ, ძალიან წარმატებულ და პროდუქტიულ კამპანიებზე მეტყველებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ჩინეთის ბაზარზე ახორციელებს, იმავდროულად, თავად ჩინელი მოგზაურების მხრიდანაც ვხედავთ მზარდ ინტერესს", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში ITB China media - ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს, როგორც უნიკალურ ტურისტულ მიმართულებასა და ამ სექტორში ჩინეთთან თანამშრომლობის მთავარ ასპექტებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის ვიზიტორებს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ჩინელი მოგზაურები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ავთენტიკურ გამოცდილებაზე, საქართველო კი სწორედ ის ადგილია, სადაც შეუძლიათ, იპოვონ ეს გამოცდილება - გასტრონომიის, უძველესი კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის თვალსაზრისით.

„8000-წლიანი მეღვინეობა საქართველოს არქეოლოგიურად დადასტურებული მემკვიდრეობაა და მას ასევე ღვინის აკვანსაც უწოდებენ. ასე რომ, ჩინელი ტურისტებისთვის ღვინის კულტურის გაცნობა არის რაღაც უნიკალური და ავთენტიკური, რაც მათ იზიდავთ. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ჩინელი ტურისტების პრეფერენციები სულ უფრო მეტად იხრება მცირე ჯგუფებად და ოჯახებით მოგზაურობისკენ, რაც საქართველოს კერძო სექტორს აძლევს ძლიერ სიგნალს იმის შესახებ, თუ როგორ შეადგინონ ისეთი ტურისტული პროდუქტი, რომელიც საინტერესო და მიმზიდველი იქნება ჩინელი მოგზაურებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველო შანხაიში, აზიის რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ITB China წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს, საქართველოს პავილიონში 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი საკუთარი ტურისტული პროდუქტით. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორის სტატუსი ნიშნავს უფრო ფართო პლატფორმას და მეტ შესაძლებლობას როგორც ქვეყნისთვის, ისე კერძო სექტორისთვის.

რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების შემდგომ პერსპექტივებს, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ისტორიულად უმაღლეს დონეზეა და მეტიც - ქვეყნები ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმი მოქმედებს ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სამოგზაუროდ და პირიქით. მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ძალიან ინტენსიურად ვდებთ ინვესტიციებს და ვთანამშრომლობთ ჩინეთის ქალაქებსა და საქართველოს დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებს შორის პირდაპირი კავშირების გაზრდასა და განვითარებაზე. მაგალითად, 15 ივლისს იგეგმება პირდაპირი ფრენის დაწყება შანხაისა და თბილისს შორის, რაც ჩინელ მოგზაურებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, მარტივად ესტუმრონ საქართველოს, როგორც ტურისტულ მიმართულებას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით ჩინეთში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების, კამპანიებისა და პრომოუშენის საშუალებით. საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის და რა თქმა უნდა, შევხვდებით მომავალ წელს აქ, შანხაიში, ITB China 2027-ზე", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

27.05.2026.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1095 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6716 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6716 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1095 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა