საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
მისი განცხადებით, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები გაგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ პირველი შვიდი თვის მაჩვენებლებით საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით შევინარჩუნოთ ლიდერობა მომდევნო წლებშიც", - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია და ერთი მხრივ, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები, რომელიც საბოლოო ჯამში პროდუქტიულობის ამაღლებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ დაჩქარების ფაზაშია გადასული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ეფექტის მქონეა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.