მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

საქართველო ევროპაში BPO ოფისის გასახსნელად ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა - აქ ხელმისაწვდომია კვალიფიციური კადრები და განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაც კომპანიებს მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის შესაძლებლობას აძლევს | ბრიტანული კომპანია „კონტაქტ ვების“ აღმასრულებელი დირექტორი

news image
mbc image

საქართველოს არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობაა, - ამის შესახებ კომპანია „კონტაქტ ვების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ ჰორნიმ განაცხადა. აღნიშნული კომპანია იმ 12 საერთაშორისო BPO კომპანიას შორის ერთ-ერთია, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო ხელშეწყობით საქართველოს სტუმრობენ და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს ადგილზე ეცნობიან.

როგორც ტომ ჰორნი აცხადებს, კომპანიამ საქართველოში საქმიანობა ახლახან დაიწყო, რაშიც მათ ინვესტიციების სააგენტო დაეხმარა.

„ჩვენ თბილისში, საქართველოში საქმიანობა ახლახან დავიწყეთ. საქართველოს არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობაა - მოტივირებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ჩვენი მზარდი კლიენტების საჭიროებებს უპასუხონ და საუკეთესო შედეგები უზრუნველყონ. ამას ემატება შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და დიდ ბრიტანეთთან მარტივი სატრანსპორტო კავშირი. შესაბამისად, საქართველოს არჩევის არაერთი მიზეზი გვქონდა. Invest in Georgia-ს გუნდმა თავიდანვე უდიდესი მხარდაჭერა გაგვიწია. ისინი აქტიურად გვეხმარებოდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს საქმიანობის დასაწყებად ერთ-ერთ შესაძლო ლოკაციად განვიხილავდით. მოგვიანებით მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს როგორც ბიზნესის დაწყების, ისე ჩვენი მომსახურების ორგანიზების პროცესში“, - აღნიშნა „კონტაქტ ვების“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერა მოიცავდა კვალიფიციურ კადრებზე წვდომას, შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, ინფრასტრუქტურასა და საოფისე სივრცეებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„გუნდი ჩვენთვის პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი და ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროპაში BPO ოფისის გასახსნელად ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. აქ ხელმისაწვდომია კვალიფიციური კადრები და განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაც კომპანიებს მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის შესაძლებლობას აძლევს. აქ საოცარი ადამიანები, უგემრიელესი საკვები და ძალიან საინტერესო, ცოცხალი ქალაქია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს ვმასპინძლობდით და თითოეული მათგანი აღფრთოვანებული დარჩა ქართული კულტურითა და ადამიანებით“,- განაცხადა ტომ ჰორნიმ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მიხედვით განისაზღვრება

28.10.2026.15:31

გაზისა და წყლის ტარიფები  მოხმარების მიხედვით განისაზღვრება. ცვლილების თანახმად, სემეკი უფლებამოსილია წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით, 2038 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა